აფხაზეთში გრძელდება მწვავე დებატები საქართველოდანრუსეთში საქონლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ახალი სატრანზიტო ტერმინალის შესაძლო სარგებელთან დაკავშირებით. მედიის უმეტესობა თანხმდება, რომ ამ პროექტიდან აფხაზეთისთვის მიღებული სარგებელი, სავარაუდოდ, მხოლოდ ფინანსური კომპენსაციით შემოიფარგლება.
ოპოზიციური Telegram-არხი „აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრი“ ავრცელებს დეტალურ პროგნოზს იმის შესახებ, თუ ვინ და რა ფორმით მიიღებს სარგებელს აღნიშნული ტრანზიტიდან. ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია, როგორ განხორციელდება პროექტი გადაუჭრელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პირობებში.
„ახალი ტერმინალი შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთს დაეხმაროს სანქციების გვერდის ავლაში. ამიტომ, საქართველო ამ სქემაში მთავარ როლს ასრულებს – ის ტრანზაქციის მხარეა.
მოდით განვიხილოთ შესაძლო სავაჭრო ტრანზაქციის მაგალითი: რა გზას გაივლიუს სანქცირებული საქონელი, რომელიც ჩინეთიდან რუსეთში უნდა გაიგზავნოს.
ნაბიჯი 1. ჩინეთი → საქართველო
ვინ არის იმპორტიორი?
საქართველო. არა რუსეთი. არა აფხაზეთი. არა „მესამე ქვეყნები“.
ქართული კომპანია ყიდულობს საქონელს, ამზადებს დოკუმენტაციას, იხდის გადასახადებს და დღგ-ს. საქონელი ხდება ქართული ანუ საქართველოს სახელმწიფო მოგებას იღებს.
ქართული კომპანია მიჰყიდის საქონელს რუსულ კომპანიას. ის აფორმებს ექსპორტს. ის იღებს მოგებას. ის ქმნის ბრუნვას. ის იხდის გადასახადებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავ იღებს მოგებას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: საქართველო ამ ოპერაციაში არა მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი, არამედ ტრანზაქციის სრულფასოვანი მონაწილეა. ის ჯერ ყიდულობს, შემდეგ ყიდის. ეს არის სანქციებისგან თავის არიდების სქემის მთელი არსი.
ნაბიჯი 3. აფხაზეთის გავლით ტრანსპორტირება რუსეთში
ქართული საქონელი, რომელიც ქართულმა მხარემ იყიდა, გაყიდა და მოგება ნახა უნდა ჩაიტვირთოს და აფხაზეთის გავლით გადაიზიდოს რუსეთში.
ამ შემთხვევაში, აფხაზეთი უბრალოდ გზის ფუნქციას ასრულებს.
აფხაზეთი არაფერს იმპორტს და ექსპორტს არ ახორციელებს, არ იღებს გადასახადებს ან დღგ-ს, არ მონაწილეობს ტრანზაქციაში და არ არის ტრანზაქციის მხარე. ის მხოლოდ სატვირთო მანქანებს უშვებს გავლის უფლებას.
რას იგებს აფხაზეთი?
— 0.1% საბაჟო გადასახადი; გადატვირთული გზები; გაზრდილი უკანონო ვაჭრობა; გაზრდილი დანაშაული გალის რაიონში, სადაც ტერმინალია აშენებული, საავტომობილო საცობები.
ხო, კიდევ გზისპირა მოტელები სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის. ამას შეიძლება „ტურიზმის განვითარება“ ვუწოდოთ.
რას იგებს საქართველო?
საბაჟო მოსაკრებლები, გადასახადები, საბანკო საკომისიოები, ლოჯისტიკა, კონტრაქტები, სამუშაო ადგილები, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, საერთაშორისო როლი სანქციების გვერდის ავლის პროცესში.
და ეს ყველაფერი აფხაზეთის გავლით გამავალი ტვირთების წყალობით.
რას იგებს რუსეთი?
სანქციებისგან თავის არიდება, მოსახერხებელი მიწოდების ჯაჭვი.