პროევროპული პროტესტი: 3 დეკემბრის ქრონიკა
-
ძალოვანები მომიტინგეს გამეტებით სცემენ
ვიდეო: იულია კალაბანი | ჯემნიუსი
-
წყლის ჭავლი სპეცრაზმს მიუშვირეს
-
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა გრძელდება. მომიტინგეები გაჩერებას არ აპირებენ. ოთხი ფოტო
მეექვსე დღეა, ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ.
ფოტო: დავით ფიფია | ჯემნიუსი
-
ბოლო ბარიკადი რუსთაველის გამზირზე კვლავ ადგილზეა. ვიდეო
The last barricade on Rustaveli Avenue in #TbilisiProtests is holding its ground. pic.twitter.com/GjyYDSibG9
— JAMnews (@JAMnewsCaucasus) December 3, 2024
-
რუსთაველის გამზირზე ბოლო ბარიკადი, აქციის მონაწილეთა უმეტესობა გაზის სქელ ფენაში უკან იხევს. ვიდეო
როგორც ჩანს, ეს არის ბოლო ბარიკადი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც სპეცრაზმის მიამრთულებით ფეიერვერკი გაუშვეს. ათიათასობით მომიტინგის დიდმა ნაწილმა უკან დაიხია, მათ ვერ გაუძლეს ძლიერ ცრემლსადენ გაზს.
ვიდეო: იულია კალაბანი | ჯემნიუსი
This appears to be the last barricade on Rustaveli Avenue in #Tbilisi, with fireworks launched at advancing special forces. Most of the tens of thousands of protesters have retreated, unable to withstand the heavy tear gas. pic.twitter.com/4btsLtatbI
— JAMnews (@JAMnewsCaucasus) December 3, 2024
-
რუსთაველის გამზირი კვამლშია, სპეცრაზმი გაზს ისვრის და აქციის დაშლას ცდილობ. ვიდეო
რუსთაველის გამზირი ისევ კვამლშია. სპეცრაზმი ნელ-ნელა წინ მიიწევს, ათი ათასობით მომიტინგე კი უკან იხევს. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებს გაზს, წყლის ჭავლს და პიროტექნიკას.
ვიდეო იულია კალაბანი / JAMnews
-
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ სამ ახალგაზრდას სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული: 187-ე (ქონების დაზიანება) და 353-ე (თავდასხმა პოლიციელზე). „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება კიდევ ორი პირი.
• 21 წლის მამაკაცს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა;
• 17 წლის არასრულწლოვანს ბრალად ედება 29 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ცეცხლწაკიდებული ნივთის გადაგდება;
• 27 წლის მამაკაცს კი ადანაშაულებენ პარლამენტის შენობის ფასადზე დაყენებული 112 სათვალთვალო კამერის ელექტროსადენების დააზიანებასა და ელექტრომომარაგების ბლოკის დაწვაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 დეკემბერს, 20:00 საათისთვის, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულად დაკავებულია 293 პირი. სასამართლომ უკვე განიხილა 89 საქმე, საიდანაც 43 პირი დაჯარიმდა, 41 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, 5 პირი – გაფრთხილებულია.
თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. 3 დეკემბერი, 2024. ფოტო: დავით ფიფია / ჯემნიუსი
-
თბილისში საპროტესტო აქციის დარბევა დაიწყო. აქციის მეექვსე ღამე. ვიდეო
ვიდეო: იულია კალაბანი | ჯემნიუსი
-
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში დამალული სპეცრაზმი სახანძრო მილებიდან წყლის ჭავლს ასხამს. ვიდეო
თბილისის პარლამენტთან დაპირისპირების მეექვსე დღეა. ათი ათასობით მომიტინგე ამბობს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია და საჭიროა ახალი არჩევნები. მათ სპეცრაზმი, რომელიც პარლამენტის შენობაში იმალება, სახანძრო მილებიდან წყლის ჭავლს ასხამს.
საპროტესტო აქციებს სპეცრაზმი წინა 5 ღამის განმავლობაშიც განუწყვეტლივ არბევდა ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით, ასევე – იყენებდნენ წიწაკის სპრეის.
ვიდეო იულია კალაბანი / ჯემნიუსი
-
ირაკლი კობახიძე ოპონენტებს საჯარო დებატებზე იწვევს
ირაკლი კობახიძის მოწოდებას გამოეხმაურნენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი (ორივე მინისტრი იყო მმართველი ქართული ოცნების მთავრობაში და ახლა მისი მკაცრი კრიტიკოსები არიან). საზოგადოებრივმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ მზადაა მოაწყოს დებატები ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე. საუბარი იქნება ორ-ორზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეუერთდება.
-
ბათუმში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის იმიტირებული პანაშვიდი გაიმართა.
-
ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საგარეო უწყებაში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს. მათთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ განცხადების გამო.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთთმა 2 დეკემბერს პერსონალური სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, ვაჟა სირაძეს, ხარებას და “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებს და რეჟიმის სამართალდამცავებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
„შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
გიორგი გახარია: ხალხს განსაკუთრებული სისასტიკით არა შსს საპოლიციო დანაყოფები, არამედ სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები უსწორდებიან
“გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები”,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში“ და მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს გაავრცელოს სრული ინფორმაცია ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების რაოდენობისა და ადგილსამყოფლის შესახებ.
“ნიღბის უკან დამალული ადამიანები მეხუთე ღამეა თბილისის ქუჩებში ძალადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ამას აკეთებენ განსაკუთრებული სისასტიკით, უკანონოდ დაკავების შემდეგ უსწორდებიან მათ ფიზიკურად, ძირითადად დაზიანებებს აყენებენ სახისა და თავის არეში, შემდგომ დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგს ადგილზე ტოვებენ, ზოგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, ზოგი გადაჰყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ.
-
მედია: "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” დატოვა მისმა თავმჯდომარემ, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, პარტია „ქართულ ოცნებაში” ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს. მედიასაშუალებები ამის ერთ-ერთ მიზეზად ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნესში წასვლას ასახელებდნენ.
-
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი პასუხისმგებლობაა მივიყვანო ქვეყანა ხელახალ არჩევნებამდე
სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
“შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად!” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დარჩა და ეს პრეზიდენტია.
“ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი”.ზურაბიშვილის თქმით, მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ახალ ხელისუფლებას.
-
აშშ-ის საელჩო "ოცნების" ხელისუფლებას: ნუ აბრალებთ სხვებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება.
„ნუ აბრალებთ სხვებს“ – ამ წარწერით “ქარდს” ავრცელებს საელჩო ფეისბუკის ოფიციალურ გვერზე.
აშშ-ის დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავად დაკარგა. ისევე როგორც თავად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
“ნუ აბრალებთ სხვებს” – წერს საელჩო.
-
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის სარჩელი არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებითი განხილვისთვის არ მიიღო.
განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა. ორ მოსამართლეს გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელებით პრეზიდენტი და ოპოზიცია 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. სარჩელის ავტორების დავის საგანი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო.
-
კობახიძე: "ნაცმაიდანი" ჩავარდა, მადლობა სამართალდამცავებს
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა კობახიძემ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორს დააკისრა:
“ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ – ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას”.
კობახიძის თქმით, ამორალურია პრეზიდენტის მოწოდებები, რომ პროტესტში სკოლის მოსწავლეებიც უნდა ჩაერთონ:
“ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ისე მათი მედია საშუალებები, სალომე ზურაბიშვილი – რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. რასაც ამ დღეების განმავლობაში ბავშვებთან მიმართებით ვხედავდით, ეს, უბრალოდ, ამორალურია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა ახალგაზრდებს სპეციალური აღჭურვილობა შეუძინა:
“გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ”.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „„მინდა შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო… აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“.
-
დააკავეს ბლოგერი და აქტივის დოდი ხარხელი
-
2 დეკემბერს 34 დემონსტრანტი დააკავეს
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები ზაჰეჰის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.
როგორც უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, მან 3 დაკავებული მოინახულა, რომელთაგანაც 2 სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
„როცა დააკავეს, ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში ჯერ ერთი ჯგუფი, მერე მეორე ჯგუფი გაუსწორდა ფიზიკურად, აგინებდნენ. როგორ შეჩერდნენ-მეთქი – ვკითხე, ალბათ, დაიღალნენო, მერე უფროსი მოვიდა, დროზე წამოდითო, „ბოს, მოდი ერთხელაც დამარტყმევინეო“, ერთხელაც დამარტყა და ამის შემდეგ წავიდნენო. ასეთი მოქცევა მხოლოდ დაკავების უკანონობა არაა, არაადამიანური, არაკაცური, არაქართულია, ეს არ შერჩებათ. სამიდან ორს დაზიანება აქვს“, – განაცხადა ტყეშელაძემ.