მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - Edison Research-ის ახალი კვლევა
Edison Research-ის ახალი კვლევა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.
ბოლო სამი კვლევის მიხედვით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%.
კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის – გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%.
ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი – იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი მოსწონს (63-63%), რეიტინგში მესამეა ნინო ლომჯარია (48%), შემდეგ თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე (41-41%).
რეიტინგში შემდეგია ნიკა გვარამია, შალვა ნათელაშვილი და კახა კალაძე (40-40%), ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი გახარია (39-39%)
რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მათი მოწონებისა და არ მოწონების პროცენტები ასე გამოიყურება:
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 29% ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ხელახლა არჩევა დაიმსახურა, 71%-ის აზრით კი, დროა, სხვა პარტიას მიეცეს შანსი.
წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სხვა პარტიამ უნდა მართოს.
Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 10% სრულად ინფორმირებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმა ქართულ ქარტიასთან დაკავშირებით, 30% მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, 60% კი მასზე არ სმენია, არ იცის ან არ პასუხობს კითხვას.
გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა (როგორც ყველა, ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სიმრავლიდან), სამთავრობო პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებას შორის, არჩევანს ოპოზიციური გაერთიანების სასარგებლოდ აკეთებს.
პროცენტული მაჩვენებლით, კვლევის შედეგები ასეთია:
იმავე კითხვაზე ოპოზიციის ამომრჩეველსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველში პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: