"დიდია შანსი, რომ მსოფლიო ომი 2023 წელს დაიწყოს, მაგრამ არსებობს იმედი, რომ მას თავიდან ავიცილებთ"
შესაძლებელია თუ არა მსოფლიო ომი?
შესაძლებელია თუ არა დაიწყოს მსოფლიო ომი? ჟურნალისტის და ევროპარლამენტარის, ბერნარ გუეტას პუბლიკაციის შეჯამება გამოცემა რესპუბლიკისთვის
ამდენი გაურკვევლობის გამო, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება შემდეგი წელი. მაგრამ წარმოვიდგინოთ რამდენიმე სცენარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელიც სავარაუდოა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:
● ჩინეთი. კორონავირუსის ახალი ტალღის შემდეგ საავადმყოფოები ისევ გადაივსო, ეპიდემიის მასშტაბები და სიკვდილიანობის ტალღა კი იწვევს ეკონომიკურ კრიზისს. სი ძინპინის მთავრობას უკვე ემუქრებიან კონკურენტები, რომლებმაც ისარგებლეს ხალხის მზარდი უკმაყოფილებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა გადადგომა გადაწყვიტოს, ასე რომ, ერთადერთი კარტი, რომელიც მას რჩება, არის ტაივანზე თავდასხმა – არმიის კონტროლი და ნაციონალისტური გრძნობების გაღვივება იმ იმედით, რომ ის ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
თუ საქმე აქამდე მივა, აშშ აუცილებლად ჩაერევა ამ კონფლიქტში, თუნდაც ის მხოლოდ შუამავლის როლში იყოს. მსოფლიო აუცილებლად გახდება ორი ბლოკის ჩამოყალიბებისა და შემდეგ დაპირისპირების მოწმე – ერთი მხრივ დასავლეთი და მეორე მხრივ ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები.
● უკრაინა და რუსეთი. უკრაინის არმია აგრძელებს რუსული ჯარების განდევნას და არ არსებობს მოდუსი, რომელიც ამ ეტაპზე შეცვლის ვითარებას კრემლში. უცნობია, რა ახალ უკიდურესობებზე წავა ვლადიმირ პუტინი. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს მიმართოს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. მეორე ვარიანტია, პუტინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიძლიერის გამოცდას შეეცადოს და პოლონეთში ან ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიჭრას.
● ირანი. სავარაუდოდ ირანული თეოკრატია გადაწყვეტს საბოლოოდ აღიჭურვოს ბირთვული იარაღით, რათა გააუმჯობესოს საკუთარი იმიჯი და გააგრძელოს ხალხის შემდგომი ჩაგვრა, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ისრაელი და ყურის სხვა ქვეყნები ამის საშუალებას მისცემენ. ხოლო ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას, დიდი ალბათობით, მოჰყვება დაუყოვნებელი სარაკეტო თავდასხმა თელ-ავივსა და რიადზე.
● თურქეთი. ანკარაში ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია კვიპროსის თურქული ნაწილის ან თურქეთის სანაპიროსთან ბერძნული ზოგიერთი კუნძულის ანექსია. ეს დაეხმარებოდა მას კვლავ გააერთიანოს მოსახლეობა, რომელიც დაიღალა მისი ავტორიტარიზმითა და ინფლაციისგან, რომელიც უკვე 100 პროცენტს აღწევს. მოვლენების ასეთი განვითარება გამოიწვევს ნატოს ქვეყნებს შორის დაპირისპირებას, ვინაიდან ალიანსის წევრები არიან საბერძნეთი და თურქეთი. ეს სავარაუდო სცენარი გათამაშდება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ნატო უკვე ჩართულია კონფლიქტში რუსეთთან და ეს კონფლიქტი შესაძლოა გაზაფხულზე კიდევ უფრო გამწვავდეს.
● ისრაელი. გააღვივებს თუ არა ანტიარაბული ულტრამემარჯვენეების მოსვლა ისრაელის მთავრობაში ძველ კონფლიქტებს?
● ევროპა. შეუძლია თუ არა ინფლაციას ევროპაში არეულობის გამოწვევა, სოციალური პროტესტი და ამით ევროკავშირის ქვეყნების დასუსტება?
მხოლოდ ამ მოლოდინებს შეიძლება ეწოდოს 2023 წელს უკიდურესად საშიში.
- რა მიიღო ზელენსკიმ ვაშინგტონიდან და როგორ შედგა საიდუმლო მოგზაურობა
- რატომ გახდა ირანული დრონები უკრაინისთვის პრობლემა
- ეხმარება თუ არა თურქეთი რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში? კომენტარი სტამბოლიდან
ალბათ, ჩვენ უკვე შევედით ომამდელ პერიოდში, ამის გაცნობიერების გარეშეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და თავმდაბლად დაველოდოთ იმას, რა მოხდება.
პირიქით, უნდა ვიმოქმედოთ.
პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ძალთა ბალანსი დემოკრატიის სასარგებლოდაა.
ჩინეთის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის რეჟიმებს დიდი რესურსები აქვთ, მაგრამ ისინი კრიზისში არიან. მათზე უარს ამბობს მოსახლეობა და მათ არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან.
დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეძლეს უკრაინის შეიარაღება, რამაც მას საშუალება მისცა მოეგერიებინა მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის აგრესია.
ამავდროულად, ევროპელების ერთგულება მათი კავშირისადმი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. პუტინი თავისი ომით დაეხმარა ევროკავშირსა და ნატოს გაფართოებაში. ისევე, როგორც:
● შუა აზია მოსკოვს შორდება,
● სი ძინპინის ყოვლისშემძლეობა, როგორც კი ის ახალი მაო გახდა, შეირყა.
● თუ რეჯეფ ერდოღანი გადაწყვეტს ომის დაწყებას არჩევნებში დამარცხების თავიდან ასაცილებლად, ეს მისი მხრიდან ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება.
● თუნდაც ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინის მტკიცე მხარდამჭერი და ნეოლიბერალი თეორეტიკოსი, რომელიც კარგავს რეიტინგს 20 პროცენტზე მეტი ინფლაციისა და ევროკავშირის პარტნიორებთან არასასიამოვნო ურთიერთობების გამო.
დემოკრატიებს აქვთ საკუთარი პრობლემები, რთული და მრავალრიცხოვანი, მაგრამ მათ არ ემუქრებათ რეჟიმების კრიზისი. მათ ერთად შეუძლიათ წამოაყენონ წინადადება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს გარანტიებს კონტინენტის ყველა სხვა ქვეყნისთვის. მაშინ შესაძლებელი იქნება:
● დაიწყოს დებატები მოსკოვში, დაუბრუნდეს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და აგრესიის მოგერიების შემდეგ, ერთ დღესაც დაიწყოს კონტინენტური სტაბილურობისა და თანამშრომლობის ეპოქა.
● ანალოგიურად, ევროკავშირს შეუძლია საჯაროდ მოუწოდოს ჩინელებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები აზიელი მეზობლებისთვის და ამით დაიწყოს აზიაში განიარაღების პროცესი.
ახლა, როდესაც დიქტატურები დასუსტებულია, დროა დავაბრუნოთ ისინი გაეროს წესდების პრინციპებში – ასევე გაეროს, მისი უშიშროების საბჭოს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის გასავითარებლად.
ევროკავშირი, შეერთებული შტატების მოკავშირე, ახლა საკმარისად ძლიერი, გაერთიანებული და საკმარისად მდიდარია, რომ იარსებოს. ის შეძლებს შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებას ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში 2023 წელს. ევროკავშირს შეუძლია და უნდა აღკვეთოს ომის ეპოქის დაბადება. ბოლოს და ბოლოს, თუ არა ევროკავშირი, მაშინ სხვა ვინ?