"78%-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ოპოზიციამ დებატები გამართოს" - Edison Research
Edison Research კვლევა
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართოს.
კვლევა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა.
მათივე ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო – 8 სექტემბრის შუალედში.
მოკლედ, რას ვკითხულობთ კვლევაში
კითხვაზე “თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?”, შედეგები ასე გადანაწილდა:
ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება:
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს (31%), შემდეგ უმუშევრობას (27%), სიღარიბეს (24%), დაბალ ხელფასებს (18%), ემიგრაციას (18%) და ოკუპირებულ ტერიტორიებს (17%).