18 მარტიდან საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება
გაზიარება
გაზიარება
შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. მათ თბილისში საქართველოს ავიახაზების მეშვეობით დააბრუნებენ.
გადაწყვეტილება მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიც.
კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს კი ეძლევათ რეკომენდაცია, რომ დროებით შეზღუდონ მოქალაქეების მიღება და მომსახურება და საქმიანობაში მიტანის სერვისი გამოიყენონ.
16 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.