ციხიდან ახლად გამოსული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ილგარ მამედოვი ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს
გაზიარება
გაზიარება
ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერმა ილგარ მამედოვმა, ხუთნახევარი წლის პატიმრობაში გატარებისა და გათავისუფლების შემდეგ ბაქოში პრეს-კონფერენცია გამართა.
ილგარ მამედოვს 2013 წელს, აზერბაიჯანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ისმაილიში მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და პოლიციის თვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ამ საბრალდებო განაჩენის შეუმდგარობის თაობაზე გამოიტანა გადაწყვეტილება და მისი გათავისუფლება მოითხოვა. საბოლოოდ მამედოვი აგვისტოს დასაწყისში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ზოგიერთები ამას ბაქოში ანგელა მერკელის მოსალოდნელ ვიზიტს უკავშირებდნენ.
მამედოვმა გათავისუფლებისთანავე დადო პირობა პრეს-კონფერენციის ჩატარების თაობაზე, მაგრამ მის ორგანიზებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა. არავინ, მათ შორის არც ოფიციალური პრეს-ცენტრი, არ თანხმდებოდა მათთვის შენობის მიქირავებას; საბოლოოდ პრეს-კონფერენცია ჩატარდა „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ოფისში, მომცრო ზომის ოთახში, სადაც ყველა მსურველი გაჭირვებით დაეტია. ძირითადად, ესენი იყვნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, სახელმწიფო ღონისძიებებზე არ უშვებენ.
პრეს-კონფერენციის მსვლელობისას ილგარ მამედოვმა ასეთი განცხადებები გააკეთა:
მისთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილე19-მა მოსამართლემ დანაშაული ჩაიდინა, და ის ყველა ღონეს იხმარს მათი სამართლიანად დასჯის მისაღწევად;
პირველ სამ წელიწადს ის მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და პატიმრობის ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰყავდათ;
პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“ ხელისუფლებაში მოვა, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნებითაც კი;
აზერბაიჯანში ევროპული ფასეულობები რუსეთიდან შემოვიდა, და „რესპუბლიკური ალტერნატივა“ მზად არის, რომ ამ ქვეყნის პროგრესულ წარმომადგენლებთან ითანამშრომლოს;
ყარაბაღის დაბრუნება შესაძლებელია, თუკი აზერბაიჯანი ყარაბაღელი სომხებისთვის მიმზიდველი გახდება;
აზერბაიჯანი რუსეთის საგარეო პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს, რადგან მაქსიმუმი, რის მიღებაც ამ შემთხვევაში შეიძლება – კიდევ ერთი „აპრილის ომი“ და ერთი-ორი აღებული სიმაღლე იქნება.
ილგარ მამედოვმა ასევე აზერბაიჯანის ბოლო ხუთი წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა, რათა ახლანდელი ხელისუფლების არაკომპეტენტურობა ეჩვენებინა.