სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ საფრანგეთის მოქალაქე ხუთი ალპინისტი მთის კურორტ აგერანში მთაზე ავიდა. ჯერჯერობით გაურკვეველი ვითარების გამო, ერთ-ერთი ალპინისტი თოვლის ზვავის ქვეშ მოექცა. ის მაშველების ვერტმფრენში, გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ
კოტაის ოლქის კუტორტ აგვერანში ხუთი ალპინისტი სასტუმროს გვერდით მდებარე მთაზე ავიდა. ერთ-ერთი ალპინისტი თოვლის ზვავის ქვეშ მოექცა. მეგობრებმა მისი თოვლიდან გამოყვანა შეძლეს. დაზარალებულმა გონება დაკარგა.
„911“-ის სამსახურმა ინციდენტის შესახებ შეტყობინება 11:05 მიიღო.
ალპინისტებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ინციდენტის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთი ეკიპაჟი და საგანგებო დანიშნულების სამაშველო სამუშაოების ჩატარების ცენტრის რაზმი გაემგზავრა. თუმცა, რთული ადგილობრივი რელიეფის გამო, მაშველები იძულებულნი გახდნენ შვიდ კილომეტრზე მეტი თოვლში ფეხით გაევლოთ. ამასთან დაკავშირებით დასახმარებლად შემთხვევის ადგილისკენ თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენიც გაფრინდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ალპინისტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა:
„თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენში მედპერსონალმა 15:40 საფრანგეთის მოქალაქის გარდაცვალება დააფიქსირა“.
დანარჩენი ოთხი ალპინისტის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება:
„მათი მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მათ თხილამურებით დამოუკიდებლად შეეძლოთ მთიდან დაშვება“, – განაცხადა სამაშველო რაზმის კაპიტანმა მკრტიჩ ანტონიანმა.