არქივი- 24.10.2017 უკრაინის გენერალური პროკურორი: სააკაშვილის დეპორტაციისთვის შემაფერხებელი გარემოებები აღარ არსებობს გაზიარება გაზიარება მიხეილ სააკაშვილი კიევში. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ექს–პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა, რაც მისი ქვეყნიდან დეპორტირების საშუალებას იძლევა. ჰრომადსკოეს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. “საიმიგრაციო სამსახურმა მას უარი განუცხადა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რის თაობაზეც მან განცხადება დაწერა და როგორც ყოველთვის, ბატონი სააკაშვილს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად სასამართლოსთვის არ მიუმართავს“, – განაცხადა ლუცნკომ. ამგვარად, მისი თქმით, „არ არსებობს რაიმე საგანგებო გარემოებები“ , რამაც შეიძლება სააკაშვილის დეპორტაციას ან ექსტრადიციას შეუშალოს ხელი”. ლუცენკომ სააკაშვილი ასევე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, მან თავის ხელქვეითები აიძულა, რომ საქართველოს 20 მოქალაქისთვის ბინადრობის უფლება მიეცათ. “ახლა ისინი გადატრიალებას ამზადებენ – მაგრამ არ გაუვათ… სააკაშვილმა სახელმწიფო გამოიწვია, სამართალდამცავები მას პასუხს გასცემენ“, – თქვა ლუცენკომ. სააკაშვილის მომხრეები 17 ოქტომბრიდან უმაღლესი რადას წინ, რეფორმების გატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. Go to top შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოარვა, იმის გამო, რომ საბუთების გაფორმების დროს სააკაშვილმა არასწორი ინფორმაცია მიუთითა, კერძოდ – დამალა, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში ძიება მიმდინარეობს. მოქალაქეობის ჩამორთმევის მომენტში სააკაშვილი აშშ–ში იმყოფებოდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოროშენკო პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა დარჩენილი, და შესაბამისად, პოროშენკოს გადაწყვეტილების შემდეგ ის მოქალაქეობის არმქონე პირად იქცა. უკრაინის ხელისუფლებამ მისი პასპორტის გაუქმების თაობაზე განაცხადა, რასაც სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, რომ აშშ–იდან პოლონეთში ჩაფრენილიყო, შემდეგ კი ევროპაში ემოგზაურა. 10 სექტემბერს სააკაშვილმა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პოლონეთი–უკრაინის საზღვარი მას შემდეგ გადაკვეთა, როდესაც მომხრეების ტალღამ სამართალდამცავების კორდონი გაარღვია და ის უკრაინის მხარეს „გადაიყვანა“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავად დაარღვია კანონი, როდესაც ცდილობდნენ, რომ ის სასაზღვრო კონტროლის გასავლელად არ დაეშვათ, ასევე სასამართლოსთვის მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ საბუთები წარედგინათ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის მომენტში თერთმეტი პოლიციელი და ხუთი მესაზღვრე დაზარალდა. მოგვიანებით ცნიბილი გახდა, რომ საზღვართან მომხადარი შეტაკების გამო, პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. 2017 წლის 24 სექტემბერს სასამართლომ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 130 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სექტემბრის დასწყისში უკრაინამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაპატიმრების და ექსტრადიციის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. Go to top
ოცნება საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართვას აპირებს
„მოსკოვს ვერ ექნება კომფორტული პოზიცია ერევანსა და ბაქოს შორის“ – ფაშინიანი-რუბიოს სატელეფონო საუბარი
ოცნება საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართვას აპირებს
ოცნება საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართვას აპირებს
კომენტარი: FARA არასამთავრობო სექტორს საერთოდ არ გვეხება, ხოლო თუ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაშინ ეს იქნება "ივანიშვილის ფარა“
„აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალადობაზე წავა“ - აქტივისტები განიხილავენ დევნილი ბლოგერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს
სომხეთი ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებს. თუმცა, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ელოდება თუ არა მას ევროპა