ტრამპი, ჩრდილოეთი კორეა და მენეჯმენტის სტილი, რომელიც „შეშლილის თეორიის“ სახელით არის ცნობილი
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განცხადებით ბევრი მისი სტრატეგიული მოკავშირე გააოცა (New York Times):
„თუკი ჩრდილოეთი კორეა აშშ-ს დაემუქრება – ჩვენი პასუხი ცეცხლი და მძვინვარება იქნება“.
პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ომით ემუქრება. მაგრამ ზოგიერთს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მკვეთრი გამონათქვამები იმდროინდელი ჩვევაა, როდესაც ის ბიზნესით იყო დაკავებული. და შესაძლოა, საერთაშორისო პოლიტიკაში ტრამპი „შეშლილის თეორიას“ ქადაგებდეს.
ამ თეორიის თანახმად, მოწინააღმდეგეზე მეომარი და არაპროგნოზირებადი ადამიანის შთაბეჭდილება უნდა დატოვო.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა:
„მინდა, რომ არაპროგნოზირებადი ვიყო!“
მაგალითები:
ასეთი საქციელი, სავარაუდოდ, ოპონენტებს უნდა აფრთხობდეთ.
ამ თეორიის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელიც აცხადებდა:
“მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე უნდა დაარწმუნო. მე უნდა ვაჩვენო, რომ ბოლომდე წამსვლელი ვარ“.
ნიქსონი გულისხმობდა, რომ მზად იყო ვიეტნამის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. მის მიზანს ვიეტნამის ხელმძღვანელის ჰო ში მინის დაშინება წარმოადგენდა.
აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ასევე ცნობილი იყო თავისი მკვეთრი გამონათქვამებით.
მაგრამ „შეშლილის თეორიის“ საკუთარ ვარიანტს ჩრდილოეთი კორეაც ქადაგებს. ბოლო თვეებში მან არაერთხელ დაიტრაბახა ბალისტიკური რაკეტების წარმატებულად გამოცდით, რასაც პროპაგანდისტული ვიდეოების დემონსტრირებაც ახლდა. ფხენიანი გაფრთხილებას იძლევა, რომ პროვოკაციის შემთხვევაში, ის ამერიკის ტერიტორიაზე – კუნძულ გუამზე დარტმას მიიტანს.
ახლა აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები, მაგალითად, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, თავიანთი პრეზიდენტის მკვეთრი გამონათქვამების შერბილებას ცდილობენ.
„ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სიტუაცია. იმაზე კი საუბარიც არ ღირს, თითქოს ჩვენ მათ დავემუქრეთ“.