“Slate”-ის, “Fandor, & IndieWire”-ისა და “Playboy”-ს ონლაინგამოცემების რედაქტორმა, ვიდეობლოგერმა, ჯეიკობ ტ სუინიმ კვენტინ ტარანტინოს რვა ფილმისა და ოცდაათზე მეტი ძველი კინოსურათის მეშვეობით მოკლე სახალისო ვიდეორგოლი შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოლაჟში გამოყენებული ნაწარმოებები საოცრად უკავშირდება ერთმანეთს.
ზოგჯერ კი ტარანტინო უბრალოდ ძველი ფილმების ეპიზოდების დუბლირებას ახდენს.
ვიდეორგოლი სახელწოდებით “კვენტინ ტარანტინოს ვიზუალური რემინისცენციები” შედის სუინის სერიაში “გენიალური რეჟისორები სამ წუთში.”
ჯეიკობ ტ. სუინი წერს:
“ყველასთვის ცნობილია, რომ ტარანტინო საკუთარ თავს კინომანს უწოდებს. და მისი სიყვარული კინემატოგრაფის მიმართ ძალიან კარგადაა ასახული მისსავე ფილმებში.
გარდა იმისა, რომ მისი გმირები ხშირად დიდ დროს უთმობენ ფილმების განხილვას, ტარანტინოს ფილმები სავსეა იმიტაციებითა და იმ ფილმების ვიზუალური რემინისცენციებით, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი შთაგონების წყარო იყო.
ძველ ფილმებს ბევრი კინორეჟისორი მიაგებს პატივს, მაგრამ ტარანტინო გაცილებით შორს წავიდა – იგი ზუსტად იმეორებს სხვადასხვა ჟანრის ფილმების მომენტებს, რომლებსაც ერთმანეთს “აჯახებს” იმისთვის, რომ საკუთარი, სხვებისგან განხვავებული ფილმები შექნას.
ერთ-ერთი მაგალითია ფილმის “მოკალი ბილი 2” (2004) სიუჟეტი, რომელიც ორი ფილმის – “კარგი, ცუდი და ბოროტისა” (1966) და “სამურაოს ისტორიის” (1998) კომბინირებით არის შექმნილი.
საერთოდ, ტარანტინოს ფილმებში ხშირად პოულობს ადგილს როგორც ძველი, ისე თანამედროვე იტალიური ვესტერნი და იაპონური კინემატოგრაფია.
სხვა ფილმებზე მინიშნებით ტარანტინომ უნიკალურ საშუალებას მიაგნო, რომ ჟანრის საზღვრები შეეცვალა და მოსალოდნელი სანახაობის შაბლონები დაერღვია.
მის მეთოდებს ხშირად აკრიტიკებენ, თავად მას კი სხვა რეჟისორების იდეებში “ხელის ფათურს” სდებენ ბრალად. თუმცაკი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ტარანტინო უბრალოდ სასიყვარულო წერილებს სწერს ხელოვნებას, რომელსაც ის ასეთი ვნებით ერტფის.
ამ ვიდეორგოლში ეკრანის დაყოფის საშუალებით ტარანტინოს მიერ გაკეთებული ასობით ვიზუალური მინიშნებიდან მხოლოდ რამდენიმეა ნაჩვენები – გერმანული მუნჯი ფილმებით დაწყებული, დაბალბიუჯეტიანი ამერიკული კინოსურათებით დასრულებლი”.