სომხეთში სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე დაახლოებით 36 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. თუმცა, ვაქცინაციაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, ვინც რისკის ჯგუფში შედის: ფეხმძიმეები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, მოხუცები. ხშირად მშობლები შვილების აცრაზეც უარს ამბობენ.
როგორია საერთო სიტუაცია?
დღეისათვის უკვე გამოყენებულია ქვეყანაში შემოტანილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 77%.
36 ათას ვაქცინირებულ პირს შორის მხოლოდ 189 ფეხმძიმე ქალია. ეს ორსული ქალების საერთო რაოდენობის დაახლოებით1,5%-ს შეადგენს.
ვაქციანაციას დათანხმდა მოხუცების მხოლოდ 1.1%, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების 2,7%, და ექვსი თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობელთა 1.3%.
იმუნოპროფილაქტიკის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელის გაიანე სააკიანის თქმით, რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროცედურაზე რამდენჯერმე იწვევენ. თუმცა, უარის შემთხვევაში, წამალი არ უქმდება:
„თუკი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პოლიკლინიკაში ვაქცინაციისთვის რამდენჯერმე იწვევენ, ისინი კი უარს ამბობენ, თავისუფალ ვაქცინებს ჯანმრთელ მოქალაქეებს სთავაზობენ – მათ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის. ბევრი მათგანი სიამოვნებით თანხმდება“.
ისევ ღორის გრიპი
ამ სეზონზე მიმდინარეობს რეგიონში გავრცელებული А (H1N1 и H3N2)-ის და В ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
სომხეთში უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1-ის გრიპის 10 შემთხვევა, რომელიც ღორის გრიპის სახელით არის ცნობილი.
მედიკოსები ადამიანებს აცრას ურჩევენ, თუმცა აფრთხილებენ: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 თვემდე ბავშვებისთვისა და ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ალერგიის მქონე პირთათვის უკუნაჩვენებია.