სომეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ ნატოს Noble Partner-ის მრავალეროვნულ წვრთნებში, რომელიც 2020 წელს საქართველოში ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან დავით ტონოიანთან ერთად ერევანში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
Noble Partner-ის წვრთნების შესახებ
Noble Partner-ის პირველი წვრთნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდა. მაშინ სომხური მხარე მასში დამკვირვებლად მონაწილეობდა. 2020 წელს სექტემბერში დაგეგმილია სამეთაურო-საშტაბო სწავლება, ასევე რეალური დროში ვარჯიშები, რომლის ფარგლებშიც კიბერუსაფრთხოებისადმი ახალი მიდგომები და ელექტრონული ომების აღკვეთის ელემენტები შემუშავდება.
ერევანში 27 თებერვალს გამართული შეხვედრის შედეგად მინისტრებმა 2020 წლისთვის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ბრიფინგის დროს მათ ერთხმად განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები წარმატებული და ეფექტიანი იყო.
„იმაზე შევთანხმდით, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა არ გააჩნია როგორც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ისე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის დავიდ ტონოიანის თქმით, ხელმოწერილ შეთანხმებაში საუბარია სამხედრო განათლების სფეროში ერთობლივ ღონისძიებებზე, სამხედრო პერსონალის სოციალური დაცვასა და სამშვიდობო და სამთო მომზადებაზე.