საქართველოს ეროვნულმა ავიაგადამზიდმა „საქართველოს ავიახაზებმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით ავიარეისების რაოდენობა კვირაში 4 რეისამდე შეამცირა. მანამდე სამი თვით ადრე „საქართველოს ავიახაზებს“ ყაზანში ფრენა აეკრძალა.
კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს მოწოდებით, რომ ჩაერიოს ამ სიტუაციაში, რომელიც პრობლემებს უქმნის კომპანიასაც და იმ მგზავრებსაც, ვისაც ამ რეისებზე ბილეთები უკვე შეძენილი აქვს.
თავის მხრივ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოს ავიაკომპანიისთვის თბილისიდან მოსკოვში ფრენების შეზღუდვის შესახებ. ეს შეზღუდვა საპასუხო სარკისებრი ზომაა“, – თქვა ამ უწყების წარმომადგენელმა. ტრანსპორტის სამინისტროში განმარტეს, რომ მაისის თვიდან საქართველოს საავიაციო ხელმძღვანელობა რუსულ ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებს“ თბილისის აეროპორტში ზაფხულის გრაფიკით ოთხი რეისის შესრულების უფლებას არ აძლევს.
ამჟამად რუსი მგზავრების თბილისში გადაყვანის უფლებას სამი რუსულ კომპანიას ფლობს – „აეროფლოტი“, „ურალის ავიახაზები“, და S7, რომლებიც, სეზონისდა მიხედვით, კვირაში რამდენიმე ათეულ ფრენას ახორცილებენ. საქართველოს მხრიდან გადამზიდია „საქართველოს ავიახაზები“. თავის ფასების პოლიტიკისა და სერვისის წყალობით, სწორედ ეს კომპანია სარგებლობდა გასული თვის განმავლობაში რუს ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით.
JAMnews-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფრენებზე დაწესებული ეს ურთიერთაკრძალვები სწრაფად მზარდი ბაზრისთვის ბრძოლას უკავშირდება. ისეთ მილიონიან ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და პეტერბურგი, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ეკატერინბურგში კი მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს.