სამი ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში. დაინფიცირებულია სულ ცხრა ადამიანი
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. სამივე ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ ცხრას მიაღწია.
ყველა დაინფიცირებული საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოში იმყოფება.
აზერბაიჯანის საზღვარი ირანთან ჩაკეტილია, მაგრამ დარჩა კორიდორი, რათა ორივე ქვეყნის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ტესტირებისთვის ყველა საშუალება არსებობს. დაავადებულთა მდგომარეობა სტაბილურია, სიტუაცია კონტროლდება.
ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად აზერბაიჯანში 9 მარტის ჩათვლით ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღი დაიკეტა. იქ დეზინფექცია ტარდება, ასევე ხდება სადგურებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცირება. თეატრები და საკონცერტო დარბაზები 27 მარტამდე დაკეტილია.
ტელევიზიით ადამიანებს განუმარტავენ, თუ როგორ დაიცვან თავი კორონავირუსისგან – სთხოვენ ხშირად დაიბანონ ხელები და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.
• კორონავირუსი: სიახლეები 7 მარტისთვის. მთავარი ფაქტები და რიცხვები მსოფლიოსა და კავკასიაში
• საქართველოში კორონავირუსის უკვე 12 შემთხვევა დადასტურდა
• 2-წუთიანი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან