რაში იხდის ფულს სტუდენტი
სომხეთში უმაღლესი განათლება სტუდენტების დიდი ნაწილისთვის ისევ ზედმეტად ძვირია, ბევრისთვის კი – უბრალოდ მიუწვდომელი. ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც თავს სტუდენტების გადახდილი ფულით ირჩენენ, ყველაზე უარესებსაც არ ეუბნებიან უარს, რადგან სტუდენტების რაოდენობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე განთლების ხარისხზე.
ერევნის სახლმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი, 20 წლის აიდა მარუკიანი სწავლის საფასურად წელიწადში 400 ათას დრამს ($835) იხდის. ოთხი წლის განმავლობაში აიდას მშობლებმა მისი სწავლისთვის 1 600 ათასი დრამი ($3340 ) უნდა გადაიხადონ. აიდა ამბობს, რომ საზაფხულო არდადეგების დროს სხვადასხვა ორგანიზაციაში საქმდება, რომ თავის პედაგოგ მშობლებს მათთვის ხელმიუწვდომელი ამ თანხის გადახდაში დაეხმაროს: “გადასახადი მაღალია, მაგრამ სრულფასოვან განათლებას ვერ ვიღებთ. პედაგოგების მხოლოდ 20-30 პროცენტი გვაძლევს ნამდვილ ცოდნას. უმეტესობა გაქსეროქსებული ფურცლების იმედად მოდის. ზოგს მათი წაკითხვაც კი ეზარება და სტუდენტებს აკითხებს, თავის მაგივრად. ლექციას კითხულობენ და თვითონაც არ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ. თუ ისეთ კითხვას დაუსვამ, რომელიც ლექციის ჩარჩოებს ცდება, ვერ გპასუხობენ, იმდენად შეზღუდული ცოდნა აქვთ. არადა, წესით, ჩვენი შეხედულებასაც უნდა ითვალისწინებდნენ, აქტიურ მსჯელობებს, დებატებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უნდა მართავდნენ”.
ჯერ კიდევ 2013 წლიდან სწავლის საფასური სომხეთის 11 უმაღლეს სასწავლებელში 50%-ზე მეტით გაძვირდა. წელს ნაწილობრივ კიდევ მოიმატა ფასმა.
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთა ბიუჯეტის 60-70%-ზე მეტს სწავლების საფასური შეადგენს, განვითრების პერსპექტივა არ გააჩნიათ. სახელმწიფო დაფინანსება ძალიან უმნიშვნელოა – სომხეთში განათლებისთვის გაცილებით ნაკლები თანხა გამოიყოფა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში – მთლიანი შიდა პროდუქტის სულ 2,5%. განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, 2011-2015წწ. იგეგმებოდა განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ის გამოყოფა, მაგრამ 2016 წელსაც კი მხოლოდ 2,53 % გამოიყო.
განათლების საკითხთა ექსპერტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი ებორ ხაჩატრიანი აღნიშნავს: “სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური – დომინირებს სხვა წყაროებთან შედარებით, მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ბიუჯეტი, და სხვადსხვა შემოწირულობები. მსოფლიოს ცნობილი უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მთავარ წყაროს შეადგენს მათივე კურსდამთვრებული მეცენატების შემოწირულობები. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უმაღლესი განათლება უფასოა – მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიაში.
ერევანში ყველაზე მაღალი გადსახადი სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზეა: 1,5 დრამი ($3130) წელიწადში. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა სტუდენტებს წელიწადში 800 ათასი დრამი უჯდებათ ($1670). ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიაში კი სწავლის საფასური 700-800 ათას დრამს ($1460-1670) აღწევს.
სპეციალობით ეთნოგრაფი, სოციალური ანთროპოლოგი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი აგასი თადევოსიანი მიიჩნევს, რომ სომხეთში სწავლა ძალიან იაფია, და ამ ფასად მაღალი ხარისხის განთლების მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს – ბოლოს და ბოლოს ნებისმიერ საქონელს თავისი ფასი აქვს: “საკითხავი ის არის, აუცილებელია თუ არა, რომ იმ ადამინები, რომლებსაც არ შეუძლიათ ცოდნის მიღება, უნივერსიტეტში მაინც დადიოდნენ, თუნდაც ნაკლებ ფასად. სტუდენტებს, რომლებიც ცოტა ფულს იხდიან, ხშირად უცნაური ფსიქოლოგიური განწყობა აქვთ სწავლის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს კულტურული ფენომენიც არის. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ბავშვების მშობლები შუამავლებს პოულობენ იმისთვის, რომ მათმა შვილებმა მთელი სემესტრის განმავლობაში არაფერი ისწავლონ და მხოლოდ ნიშნები მიიღონ.
ჩნდება კითხვა: რამდენად სრულ ჭკუაზე არიან ეს მშობლები? ცოდნა ქონებაა, და მშობლები ფულს იმაში იხდიან, რომ მათმა შვილებმა ის მიიღონ. თუმცა, სომხეთში ბევრისთვის ცოდნა კი არ არის ქონება, არამედ – დიპლომი. და ვიდრე დიპლომია ქონება, ადამიანები ფულს დიპლომში იხდიან, და არა – ცოდნაში. ცოდნა ძვირფასი ქონებაა, დიპლომი კი – იაფფასიანი”.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვერონიკა სარგსიანი მიიჩნევს, რომ ბევრმა მისმა თანაკურსელმა უმაღლესში მხოლოდ დიპლომის მისაღებად ჩააბარა, მოდაშია: “დიპლომი ყველას არწმუნებს, რომ ჭკვიანი ხარ. მაგრამ, ჭკუას დიპლომი არ განაპირობებს. ჩემ კურსზე 18 ადამიანია, მაგრამ მხოლოდ ოთხი მათგანი სწავლობს. დანარჩენები უბრალოდ დროს ატარებენ უნივერსიტეტში, ზოგი საერთოდაც არ დადის ლექციებზე”.
სომხეთის უმაღლესი სასწავლებლები “უხარისხო” სტუდენტებზე უარს არ ამბობენ. მასობრივი გარიცხვები რომ დაიწყონ, რაოდენობას დაკარგავენ, რაც ფინანსების დაკარგვასაც განაპირობებს.
“ობიექტურად რომ მივუდგეთ, სტუდენტების 30% გასარიცხია, მაგრამ ეს კრახი იქნება. უმაღლეს სასწავლებლებს დაფინანსებასთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული პრობლემები აქვთ: ვერ ზრდიან ხელფასებს, და ვერც სხვა პრობლემებს წყვეტენ. ვფიქრობ, უმაღლეს სასწავლებლებს გარანტიები რომ ჰქონდეთ, და არაკეთილსინდისიერი სტუდენტების გარიცხვა რომ შეეძლოთ, რამდენიმე წელიწადში ბევრად მეტი აბითურიენტი ეყოლებათ, ვიდრე დანარჩენებს, რომლებიც არ რიცხავენ.
ოღონდ ასეთ უმაღლეს სასწავლებელს მოუწევს, რამდენიმე წელიწადს როგორღაც გაძლოს, ვიდრე სტუდენტები დაამთავრებენ და ყველას უამბობენ, რომ მათი უნივერსიტეტი იმდენად კარგი იყო, რომ ჩამორჩენილებს არ პატიობდა, ხოლო მათ კარგი განათლება მისცა; და როდესაც გამდიდრდებიან, უნივერსიტეტს დაეხმარებიან, რადგან თავიანთ კარგ განათლებას სწორედ მას უნდა უმადლოდნენ”, – განმარტავს სერობ ხაჩატრიანი.
ერევნის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანიმაციური რეჟისურის ფაკულტეტის სტდენტი ტატევ ზაკარიანი ამბობს, რომ მის ფაკულტეტზე სწავლა წელიწადში 600 ათასი დრამი ($ 1250) ღირს. თუმცა, სასწავლებელმა მისი იმედები არ გაამართლა: “ყველაზე მეტად ვიწრო სპეციალობის საგნების სწავლებით ვარ უკმაყოფილო. ჩვენი მასწავლებლები – ძველი სკოლის წარმომადგენლები არინ, და ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი გვასწავლიან, შესაბამისად მოძველებულია. მსოფლიომ პროგრესი განიცადა, კინო ვითარდება, ჩვენ კი ისევ ქვის ხანაში ვართ”.
ტატევის დედას, ნელი ხაჩატრიანს – პედაგოგს, გამოთვლილი აქვს, რომ თუკი გადასახადს სასწავლო თვეებზე გადავანაწილებთ, 60 ათასი დრამი ($125) გამოვა, როდესაც მისი ხელფასი 70 ათას დრამს ($146) შეადგენს, 4-წლიანი სწავლების საფასურად ოჯახმა ($ 5010) უნდა გადაიხადოს.
“პირვეკურსელებისგან გადასახადის ნაწილს 15 სექტემბრამდე ითხოვენ, მეორე ნაწილს – 15 იანვრამდე. უკვე პანიკა მაქვს, როგორ უნდა გადავიხადოთ. მაგრამ დავრწმუნდით, რომ ამ ფულით მხოლოდ დიპლომს თუ ვიყიდით. სახლში ამ სფეროს სპეციალისტი რომ არ გვყავდეს, ჩვენი ქალიშვილი საერთოდ ვერაფერს ისწავლიდა.”
აგასი თადევოსიანი აღნიშნავს, რომ არიან სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულები არიან კარგი განათლების მიღებით, და ისინი მასწავლებლებისგან მაღალი ხარისხის ცოდნას მოითხოვენ: “ზოგიერთ პედაგოგს შეუძლია ცოდნის მიცემა, ზოგს კი – არა. ისინი, ვისაც შეუძლია, საკუთარ თავზე უნდა მუშაობდნენ: ერთი კარგი ლექციისთვის მოსამზადებლად ერთი ან ორი დღე მაინც უნდა იმუშაო. მაგრამ ეს ფული ღირს – მე კი ჩემს დროს ვფლანგავ. მეც და ბევრ სხვასაც, ასეთი კითხვა გვიჩნდება: რატომ უნდა ვიმუშაო ამდენი თვეში 65 ათას დრამად ($135 – ნახევარი განაკვეთი).
კერძო ლექციებისთვის გაცილებით მეტს მიხდიან, ვიდრე უნივერსიტეტში ერთი თვის პედაგოგიური საქმიანობისთვის. მაშ რაღატომ უნდა წავუკითხო ამ სტუდენტებს თანაბარი ხარისხის ლექციები? საკითხს რაციონალურად რომ მივუდგე, ასე არ უნდა ვიქცეოდე. მაგრამ მე ირაციონალური მიდგომაც მაქვს. ვფიქრობ, აი რა კარგი სტუდენტია… როგორ შეიძლება ასეთს არ ასწავლო? არადა, მე თვითონ ვზარალდები – დროს ვკარგავ”.
სერობ ხაჩატრიანის თქმით, უკვე მუშაობენ ახალ კანონპროექზე, რომელსაც განათლების სისტემის ევროპიზება უნდა მოჰყვეს.
დღეს, სწავლების ხარისხის წყალობით, განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს სომხეთის ამერიკული უნვერსიტეტი, ფრანგული და სლავური უნივერსიტეტები. ქვეყნის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით, გადასახადი აქ ორჯერ და სამჯერ მაღალია, თუმცა ამ უნივერსიტეტებს სტუდენტები არ აკლიათ.
გამოქვეყნებულია: 02.12.2016