აზერბაიჯანული მანათი 1992 წლის აგვისტოდან გვაქვს. ამ ერთეულმა ჩაანაცვლა საბჭოთა რუბლი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მაინც გამოიყენებოდა. დენომინაციის შემდეგ ასაკოვან ადამიანებს, ძველი ჩვევის მიხედვით, ყველაფერი ‘ძველ ფულზე’ გადაჰყავდათ და რუბლებით ითვლიდნენ.
მაშინ მანათი ‘იაფი’ იყო. მაგალითად, შოკოლადი ‘სნიკერსის’ ერთი შეკვრა 1000 მანათი ღირდა. სამაგიეროდ 2007 წლის დენომინაციია შემდეგ ეროვნული ვალუტა დიდხანს ინარჩუნებდა სტაბილურობას და როდესაც უცხოელები რომელიმე სავალუტო ერთეულის აზერბაიჯანულ მანათთან დამოკიდებულების განსაზღვრას სთხოვდნენ, აზერბაიჯანელები სიამაყით აღნიშნავდნენ: ‘ოჰ, მანათს დაახლოებით ევროს ფასი აქვს. ერთი ერთთან.’ მანათსა და ევროს შორის სასიამოვნო გარეგნული მსგავსებაც აღინიშნება, ორივე ვალუტის დიზანი ხომ ავსტრიელ დიზაინერს, რობერტ კალინას ეკუთვნის.
დღეს, ნავთობის ფასთან დაკავშირებული უსიამოვნებების გამო, მანათმა ოდნავ დაკარგა თავისი ძალა, მაგრამ 1 მანათად ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი მშვენიერი ნივთის შეძენა.