ვინ ვინ არის. სომხეთი არჩევნების წინ
2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს იქნება პირველი არჩევნები ქვეყანაში განხორციელებული საკონტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რის შედეგადაც სომხეთი მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. ამიერიდან პარლამენტი 7 წლის ვადით აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, ან ბლოკის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს დაამტკიცებს.
მომავალი პარლამენტი პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებით დაკომპლექტდება. ეროვნული კრებაზე, სულ ცოტა, 101 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი და მასში გარანტირებულია საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც ის პოლიტიკური ძალა წარმოადგენს, რომელიც არჩევნებზე ხმების 54%-ს (ან უფრო მეტს) მიიღებს.
სხვა შემთხვევაში კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას ბლოკებად გაერთიანებული ის პოლიტიკური ძალები მიიღებენ, რომლებიც პირველ ტურს გადალახავენ. პარტიებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერია დაწესებული, ბლოკებმა კი შვიდპროცენტიანი ზღვარი უნდა გადალახონ. ოთხი მანდატს ეთნიკურ უმცირესობები (იეზიდები, რუსები, ასირიელები, ქურთები) მიიღებენ.
წინასაარჩევნო კამპანია ხუთ მარტს დაიწყო.
მასში ჩართულია ხუთი პარტია:
- სომხეთის რესპუბლიკური პარტია
- „სომხური აღორძინება“
- სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუთიუნი“
- “თავისუფალი დემოკრატები“
- “კომუნისტური პარტია“
და ოთხი ბლოკი
- “სომხეთის ეროვნული კონგრესი – სომხეთის ეროვნული პარტია”
- “იელქი”
- “ცარუკიანი”
- “ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი”.
სომხეთის რესპუბლიკური პარტია 1990 წელს დაარსდა. მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ მათი იდეოლოგია გარეგინ ნჟდეს [სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე სომხეთის ნაციონალისტური იდეოლოგიის შემქმნელი] სწავლებას ეფუძნება. პარტია 1990 წლის2 აპრილს დააფუძნეს. იმ წელს რესპუბლიკელები უმაღლეს საბჭოში ერთი დელეგატით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი მოწვევის პარლამენტში, რომლის ფორმირებაც 1995 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მოხდა, რესპუბლიკურ პარტიას ხუთი დელეგატი ჰყავდა. 1999 წელს ფორმირებული მეორე მოწვევის პარლამენტის რიგებში რესპუბლიკელებს ყველაზე მეტი, 30 მანდატი ჰქონდათ. ამის შემდეგ ეს პარტია პოზიციებს არ თმობდა და სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. 2007 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე რესპუბლიკურ პარტიას ამომრჩეველთა 33,9%-მა დაუჭირა მხარი, 2012 წელს კი ამ ძალამ ხმების 44,02% მიიღო. 2007 წლის 2006 წლიდან პარტიის ლიდერის პოზიციას სომხეთის მიქმედი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი იკავებს. ამ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის დევიზია “უსაფრთხოება და პროგრესი“.
პოლიტოლოგ ალექსანდრ მარქაროვის აზრით, სომხეთის რესპუბლიკური პარტია, შიდა რესურსის გარდა, იმ ფიგურების დადებით იმიჯსაც გამოიყენებს, რომლებიც ამ პოლიტიკური ძალის პროპორციულ სიაში არიან წარმოდგენილნი. კერძოდ, პოლიტოლოგის აზრით, “თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარქისიანს დადებითი იმიჯით სარგებლობს, როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ”.
ამას გარდა, რესპუბლიკური პარტიის კონკურენტებიც (მაგლითად, „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ წარმომადგენლები) მიიჩნევენ, რომ პარტია საარჩევნო სიებში წარმოდგენილი მოღვაწეების იმიჯს იყენებს. მაგალითად, ისინი საუბრობენ პრემიერმინისტრ კარენ კარაპეტიანზე, რუსული გაზპრომის ყოფილ ტოპმენეჯერზე, რომელსაც სომხეთის ოლიგარქიულ დაჯგუფებებთან კავშირი არ აქვს. რესპუბლიკურმა პარტიამ ის 2016 წელს მოიწვია სომხეთში და უკვე მაშინვე აშკარა იყო, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ მას ელექტორატის მოზიდვას დაავალებდნენ და იგი მთავარ როლს შეასრულებდა ამ საქმეში.
ალექსანდრ მარქაროვი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტია სტაბილური უმრავლესობისთვის იბრძოლებს, “მაგრამ თუკი პირველი ტურში ვერ მოიპოვებს გამარჯვებას, პარტია სხვა პოლიტიკური ძალების პოტენციალის გამოყენებას შეეცდება”.
პარტია „სომხეთის აღორძინება“ პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი
[caption id="attachment_26583" align="alignright" width="300"] ‘Armenian Rebirth’ social-political union’s inaugural meeting took place at Ani Plaza hotel[/caption]
ორგანიზაციების გაერთიანების შედეგად წარმოიშვა. ამ ძალის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ორგანიზაცია „ორინაც იერქირმა“ („კანონიერების ქვეყანა“) შეასრულა. პარტია 1999 წელს დააარსეს. მეორე მოწვევის პარლამენტში „სომხეთის აღორძინებას“ 8 დელეგატი ჰყავდა. 2003 წელს მმართველ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად პოლიტიკური კოალიცია შექმნა და მესამე მოწვევის პარლამენტში 21 მანდატი მოიპოვა. 2006 წელს პარტიამ კოალიცია დატოვა იმის გამო, რომ „აღორძინების“ წევრები პარტნიორებთან ვერ შეთანხმდნენ ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის საკითხებზე . შედეგად, პარტიის ლიდერმა, არტურ ბაღდასარიანმა უარი თქვა პარლამენტის სპიკერის პოსტზე და განაცხადა, რომ პარტია ოპოზიციაში გადადის. მაგრამ 2008 წელს მორიგად შექმნა კოალიცია რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც მორიგად დატოვა 2014 წელს. საპარლამენტო არჩევნებზე „სომხური აღორძინება“ გადის დევიზით „აირჩიე ცვლილებების სახელით, აირჩიე აღორძინების სახელით“ და არჩევნების შემდეგ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად კოალიციის შექმნას ამჯერადაც არ გამორიცხავს.
პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი აღნიშნავს, რომ არტურ ბაღდასარიანი ამომრჩევლებს “ უფასო განათლებას, მედიცინას და სხვა ზღაპრულ სიკეთეებს ჰპირდება, მაგრამ მისი ელექტორატი განუხრელად მცირდება. ხალხს სულ უფრო ნაკლებად სჯერა ზღაპრების და სულ უფრო მეტად ეძლევა აპათიას; აპათიური ადამიანები კი, როგორც წესი, იდეოლოგიური მოსაზრებებით არ ირჩევენ ხოლმე პოლიტიკოსებს. მაგრამ, თეორიულად, არ არის გამორიცხული, რომ „სომხურმა აღორძინებამ“ ბარიერი გადალახოს. ეს პარტია ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ შეუძლია, გარკვეული ადგილი დაიკავოს პარლამენტში“.
სრფ «დაშნაკცუთიუნი» ერთ-ერთი უძველესი პარტიაა სომხეთის ისტორიაში. ეს ძალა 1890 წელს ჩამოყალიბდა. „დაშნაკცუთიუნის“ მთავარ მოთხოვნას დღემდე „ერთიანი დემოკრატიული სომხეთის“ შექმნა წარმოადგენს – იმ საზღვრებში, რომელიც 1920 წლის სევრის სამშვიდობო შეთანხმებითაა გათვალისწინებული. პარტია 1999, 2003, 2007 და 2012 წლებში გამართულ არჩევნებში მონაწილეობდა, 1999 – 2010 წლებში კი ეს ძალა მმართველ კოალიციაში შედიოდა. პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სომხეთისა და თურქეთის დაახლოვების პერსპექტივას და სწორედ ეს გახდა კოალიციის დატოვების მიზეზი. 2010 წელს ოპოზიციაში გადავიდა. 2016 წლის თებერვალში პარტიამ კიდევ ერთხელ შექმნა კოალიცია რესპუბლიკელებთან. სრფ „დაშნაკცუთიუნის“ ლოზუნგია „ახალი დასაწყისი, სამართლიანი სომხეთი“ პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და სრფ „დაშნაკცუთიუნის“ მიერ კოალიციის შექმნამ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელმაც არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს.
პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტის, პოლიტოლოგ რუბენ მეღრაბიანის აზრით, „დაშნაკცუთიუნი“ „რესპუბლიკელებთან“ იმისთვის თანამშრომლობს, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოხვედრის გარანტია მიიღოს – იმიტომ რომ ამ პარტიას დამოუკიდებლად ბრძოლისათვის საჭირო პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია.
[caption id="attachment_26585" align="alignleft" width="300"] photolure.am[/caption]
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წელს დაარსდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია “მემკვიდრეობასთან“ ალიანსი ჩამოაყალიბა. არჩევნების შედეგად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ორი მანდატი მიიღეს, რომელთაგან ერთი მათ ლიდერს, ხაჩატურ კოკობელიანს ერგო. მოგვიანებით, 2013 წელს მან დატოვა ფრაქცია „მემკვიდრეობა“ და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. არჩევნებზე „თავისუფალი დემოკრატები“ სომხეთის ყოფილი პრემიერის, გრანტ ბაგრატიანის პარტია „თავისუფლებასთან“ ერთად გადიან. პარტიამ დევიზად აირჩია ფრაზა „ჩვენ შეგვიძლია“. „თავისუფალი დემოკრატები“ წარმოადგენს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ცალსახად ევროპული კურსი აირჩია.
პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გარიკ კერიანი მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში აქცენტი საგარეო პოლიტიკაზე კეთდება. კერძოდ, პარტია ევრაზიული კავშირიდან გამოსვლისა და ნატოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.
სომხეთის კომპარტიის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს თავს. სომხეთის კომპარტია 1920 წელს დაარსდა და მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე სახელისუფლებო ძალას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, კომპარტია მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობდა და, ამ არჩევნების საფუძველზე, პირველი და მეორე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში შედიოდა. კომუნისტებმა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. პარტიის დევიზია „სამშობლო, სამუშაო, სოციალიზმი. კომუნისტური პარტიის გამარჯვება – ხალხის გამარჯვება“.
ექსპერტ აიკ ხანუმიანის აზრით, სომხეთის კომპარტიას პარლამენტში შესვლის შანსი არ აქვს. მათთვის ხმების 1პროცენტიც კი დიდი წარმატება იქნება. სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, სომხეთში ადგილობრივი კომუნისტური პარტია 90-იანი წლების ბოლოს ძალიან დასუსტდა ამჟამად პოლიტიკურ სინამდვილეში ფაქტობრივად აღარ არის წარმოდგენილი.
კავკასიის ინსტიტუტის” მეცნიერ-თანამშრომელი, გრანტ მიქაელიანი დარწმუნებულია, რომ კომუნისტები ვერ შევლენ პარლამენტში. მისი აზრით, საზოგადოებისთვის გაუგებარია ის „მესიჯი“, რომლითაც კომპარტია გამოდის. მათ არ ჰყავთ ცნობადი სახეები და, ამასთან, ახალი თაობის მოზიდვა და „რებრენდინგიც“ ვერ მოახერხეს.
ექსპერტი აიკ ხალათიანი აღნიშნავს, რომ ეს ბლოკი წინასაარჩევნო კამპანის წარმოებისას ყარაბაღის კოფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე აკეთებს და ამ იდეის მიღმა საკმაოდ სერიოზულ დათმობებს გულისხმობს. მათი შედეგი ერთგვარი ტესტი იქნება, რომელიც განსაზღვრავს სომხური საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის, ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს. გარე ძალების დახმარების გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ 7%-ის მოგროვება. ეს ძალა წლების მანძილზე ტრადიციულ რადიკალურ ოპოზიციად მიიჩნეოდა, მაგრამ უშედეგო ბრძოლითა და ხელისუფლებასთან წარმოებული საეჭვო გარიგებებით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა».
წინასაარჩევნო ბლოკი „იელქი“ („გამოსავალი“)
[caption id="attachment_26588" align="alignleft" width="300"] Elq-600×400[/caption]
საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე შეიქმნა და მასში სამი ძალა – ნიკოლ პაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“, ედმონ მარუქიანის „განათლებული სომხეთი“ და სომხეთის ექსპრემიერის, 1999 წელს მოკლული ვაზგენ სარქისიანის უმცროსი ძმის, არამ სარქისიანის „რესპუბლიკა“ გაერთანდა. არჩევნებზე ბლოკს ორი ლოზუნგი აქვს: „არჩევანი, ცვლილებები, გამარჯვება“ და „არსებობს არჩევანი – არსებობს გამოსავალი“. ~
“კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილემ, პოლიტოლოგმა სერგეი მინასიანმა აღნიშნა, რომ „იელქი“ მესამე ადგილის პრეტენდენტია და, შესაძლოა, ყველაზე მეტი ხმა დააგროვოს რესპუბლიკური პარტიისა და ბლოკ „ცარუკიანის“ შემდეგ. ბლოკი ცდილობს, პროდასავლური ძალის იმიჯი შეიქმნას და ერთგვარი მესამე ძალის“ როლი შეასრულოს. ისინი ერთნაირად ემიჯნებიან როგორც ტრადიციულ ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას და ცდილობენ, დაიკავონ ის ნიშა, რომელიც ერევნის ცენტრში მცხოვრებ ამომრჩევლელს მოეწონება. ამ ბლოკში განათლებული, აქტიური,კორუფციული გარიგებებისგან შორს მყოფი ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებიც საკმაო პრაგმატულობით გამოირჩევიან და საზოგადოებას ამბოხებისა და სამოქალაქო ომისკენ არ მოუწოდებენ. მაგრამ ამ არჩევნებზე რესპუბლიკელებს ვერ დაამარცხებენ.
პოლიტტექნოლოგი არმენ ბადალიანი კი მიიჩნევს, რომ ამ ბლოკს პოლიტიკური ორიენტაცია არ აქვს. მისი აზრით, ამ ძალას საკუთარი „სავიზიტო ბარათი“ არ გააჩნია – მიუხედავად იმისა, რომ «იელქის“ პროპორციული სიის პირველ სამეულში მყოფი პოლიტიკოსები ცნობადი სახეები არიან.
ბლოკში «ცარუკიანი» სამი პარტიაა გაერთიანებული – „აყვავებული სომხეთი“,“ სომხეთის საერთოეროვნული მოძრაობა“ და „ალიანსი“. ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელდა „აყვავებული სომხეთის“ დამფუძნებელი და ლიდერი, მსხვილი ბიზნესმენი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, გაგიკ ცარუკიანი, რომელმაც წინასაარჩევნო „დაპირებებით“ გაითქვა სახელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მოუწოდა ცარუკიანს, თავი შეიკავოს ამომრჩევლების მოსყიდვისაგან. ბლოკი არჩევნებზე გადის ლოზუნგით „ცვლილებებისა და მშენებლობის დროა“.
ექსპერტი აიკ ხალათიანი მიიჩნევს, რომ ქველმოქმედის იმიჯი, რომელიც გაგიკ ცარუკიანს აქვს, საკმაოდ მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს მისთვის. იგი წლების მანძილზე აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას სომხეთში და ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მის მიმართ სიმპათიითაა განმსჭვალული. ამასთან, მის ბლოკში გაერთიანებულ ადამიანებს გარკვეული წონა, ფინანსური შესაძლებლობები და ავტორიტეტი გააჩნიათ.
2015 წელს გაგიკ ცარუკიანმა პოლიტიკური მოღვაწეობა შეწყვიტა. თუმცა, წასვლამდე მან სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანს მწვავედ გააკრიტიკა. არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ცარუკიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკას დაუბრუნდა. პოლიტოლოგ სერგეი მინასიანის აზრით, ეს „მოსალოდნელი იყო“: „პარტია „აყვავებული სომხეთი“ არ იმუშავებს იმ მოედანზე, რომელიც ხელისუფლებამ თავის სამუშაო სივრცედ მონიშნა. არ ვიცი, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას და რა პროცენტებსა და მასშტაბებზე იყო საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ გაგიკ ცარუკიანი ხელისუფლების ნებართვით დაბრუნდა პოლიტიკაში და კარგად ხვდება, თუ რა ფორმატსა და როგორ საზღვრებში შეუძლია მუშაობა. იგი ვალდებულიც კია, იმუშაოს, მაგრამ არა რესპუბლიკური პარტიის, არამედ ოპოზიციის მოედანზე“.
„ბლოკში „ოგანიანი-რაფი ოსკანიანი“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სეირან ოგანიანი, ვარდან ოსკანიანი (რომელიც მეორე პრეზიდენტის [რობერტ ქოჩარიანის] დროს შინაგან საქმერთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა) და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, პარტია „მემკვიდრეობის“ ლიდერი რაფი ოვანისიანი გაერთიანდნენ. „ოგანიანი, რაფი-ოსკანიანი“ ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა და „ეროვნული ერთობის მთავრობის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. ბლოკის ლოზუნგია „ერთობა, მემკვიდრეობა, გამარჯვება“.
ექსპერტი აიკ ხალათიანი აღნიშნავს, რომ „ბლოკი „ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი“, ერთი მხრივ, ძალიან მწვავედ უპირისპირდება მოქმედ ხელისუფლებას, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, რომ ამ გაერთიანების ლიდერები – სეირან ოგანიანი და ვარდან ოსკანიანი – მმართველი სისტემის ნაწილს შეადგენდნენ და საკმაოდ დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ ხალხს ერთგვარი სკეფსისი უჩნდება. რატომ იცავდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებას ადრე და როგორ იქცნენ რადიკალურ ოპოზიციონერებად მინისტრის სავარძლის დაკარგვიდან რამდენიმე თვეში – ოპოზიციონერებად, რომელთაც უკვე შეუძლიათ იმ პრობლემების დანახვა, რომლებზეც ადრე სხვები საუბრობდნენ.
აი, რას წერენ ფეისბუკის მომხმარებლები მოახლოებული არჩევნების შესახებ მსჯელობისას:
პირველი ტენდენცია: „კარგს აღარაფერს მოველით“
«თუკი რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებაში დარჩება, ამჯამინდელი გაუსაძლისი სიტუაციაც კი სამოთხედ მოგვეჩვენება. მაგრამ რესპუბლიკურ პარტიას, „აყვავებულ სომხეთს“, სომხეთის აღორძინებას“, „დაშნაკცუთიუნსა“ და სხვა ძალებს შორის განსხვავება არ არსებობს. ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, თუკი რესპუბლიკური პარტიის ნაცვლად რომელიმე სხვა ძალა მოვა ხელისუფლებაში. იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი დეგრადირებულია. “ძალიან ცუდსა“ და „ძალიან ცუდს“ შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება».
«ოპოზიციური პარტიები მართლაც ოპოზიციური იდეის მატარებლები რომ ყოფილიყვნენ, ხელისუფლებასაც ისეთივე ძალით დაუპირისპირდებოდნენ, როგორითაც ერთმანეთს ებრძვიან. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდებოდნენ და ჩვენც ნორმალური ქვეყნის შენებას დავიწყებდით».
მეორე ტენდენცია:პოლიტიკოსები შორს არიან პოლიტიკისგან
«გალუსტ სააკიანი მოგვიწოდებს, არ მოვახდინოთ პარლამენტის პოლიტიზირება, გაგიკ ცარუკიანი კი გვირჩევს, თავი შევიკავოთ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიზირებისგან. ალბათ მალე პარტიების პოლიტიზირებისაგან თავის შეკავების ინიციატივითაც გამოვლენ. ბიჭებო, მგონი დროა, მიხვდეთ, რომ კარგი იქნება, თუკი საკუთარ თავებს დაიცვათ პოლიტიზირებისაგან».
«ჩვენი კანდიდატების შემყურე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უახლოეს მომავალში ამჟმამინდელი პარლამენტი იდეალურად მოგვეჩვენება».
მესამე ტენდენცია: შეთქმულების თეორია
ოგანიანის, რაფისა და ოსკანიანის ბლოკს საერთოდ არ აღელვებს, რამდენ ხმას დააგროვებს არჩევნებზე. ამ პოლიტიკური გაერთიანებას გადაწყვეტილი აქვს, არჩევნების დასრულებისთანავე მასობრივი საპროტესტო აქციები გამართოს და ქვეყანაში არეულობა დათესოს. ბლოკს საზღვარგარეთიდან – კერძოდ კი დასავლეთიდან – უცხადებენ მხარდაჭერას. ქვეყნის შიგნით კი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი სამველ ბაბაიანი და დაჯგუფება „სასნა ცრერის“ მომხრეები უჭერენ მხარს».
«წელს ბოლშევიკურ რუსეთს 100 წელი უსრულდება. როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლება ამ იუბილეს აღნიშნვისთვის ემზადება».
მეოთხე ტენდენცია: ბერიკაცი პენსიაზე უნდა გავიდეს
«ლევონ ტერ-პეტროსიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის ყველა უბედურება ომს უკავშირდება. მისი თქმით, თუკი შევრიგდებით, საყოველთაო ბედნიერებას მოვიპოვებთ. და აქვე ჩნდება კითხვა – რატომ ფიქრობს ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომ მშვიდობა აუცილებლად კაპიტულაციას ნიშნავს? ყველასათვის გასაგებია, რომ “კომპრპმისების“ შესახებ წარმოთქმული ლამაზი სიტყვების მიღმა სინამდვილეში კაპიტულაცია იგულისხმება. რა თქმა უნდა, შერიგება აუცილებელია, მაგრამ არა სამშობლოს, ღირსებისა და სიცოცხლის ფასად. მოკლედ, ტერ-პეტროსიანი გადაიღალა. მართლაც გადაიღალა»
«მალე ლევონ ტერ-პეტროსიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში „შუასაუკუნეობრივ არქეოლოგიურ გათხრებს“ დაიწყებს იმის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავარიგოთ მიწები».
«მე პირადად ვაზგენ სარგსიანის მადლიერი ვარ, იმიტომ რომ თავის დროზე სწორედ მისი ზეწოლის შედეგად გადადგა ლევონ ტერ-პეტროსიანი».