ერევანში ფაშინიანისა და პუტინის პირდაპირი დიალოგი შედგა
რუსეთის პრეზიდენტი ერევანში 1 ოქტომბერს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. სხდომის შემდეგ, დაახლოებით 22.00 პუტინის სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრაც შედგა.
ჯერჯერობით წვრილმანებს არ იუწყებიან. ცნობილია, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ერევნისთვის მოსკოვთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ელაპარაკა:
„რუსეთი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, და ჩვენ პარტნიორობის გაძლიერების იმედი გვაქვს. გმადლობ თქვენი მზადყოფნისთვის, ჩვენი ურთერთობის აღქმისთვის. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა სულ უფრო გამყარდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვართ განწყობილნი“.
რაც შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომას, მასში პირველად მიიღეს მონაწილეობა არამხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების (სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და რუსეთის) ხელმძღვანელებმა, არამედ საპატიო სტუმრებმა – სინგაპურის, ირანის მეთაურებმა, ასევე – მოლდოვას პრეზიდენტმა, როგორც კავშირის დამკვირვებლის წარმომადგენელმა.
ამასთან დაკავშირებით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს ერევნის სხდომა და მთლიანად ევრაზიის ეკონომიკური კავშირში სომხეთის წარმომადგენლობის პერიოდი თანამშრომლობის გეოგრაფიის გაფართოების თვალსზრისით აღინიშნა.
ამ სხდომის ფარგლებში ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა და ამ კავშირის წევრმა ქვეყნებმა სინგაპურთან ყოვლისმომცველ საბაზრო შეთანხმებასა და თავისუფლი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მანამდე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა ირანათან, რითიც აიხსნებოდა სხდომაზე ირანის ლიდერის ჰასან როუჰანის დასწრება.
სამიტის დღის წესრიგში დაახლოებით ორი ათეული საკითხი იყო. მაგრამ ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელზეც ქვეყნების მეთაურებმა იმსჯელეს, კავშირის შიგნით ვაჭრობაში ბარიერების მოხსნა იყო.
ინციდენტი სხდომის დაწყებამდე
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომა მცირე ინციდენტით დაიწყო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეემთხვა. ღონისძიების ყველა მონაწილის საერთო ფოტოს გადაღებისთანავე, როდესაც ისინი პრეზიდენტის რეზიდენციის კიბეზე ადიოდნენ, საქართველოს ტელევიზიის „რუსთავი-2-ის“ ჟურნალისტმა პუტინის მისამართით ორი შეკითხვის წამოძახება მოასწრო:
„როდის დაიწყებთ 2008 წელს აღებული თქვენი ვალდებულების შესრულებას?“
პირველ შეკითხვას პუტინმა საკმაოდ მშვიდად და ღიმილით უპასუხა:
„ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“.
რაც შეეხება ქართველი ჟურნალისტის მეორე შეკითხვას, „როდის გავა ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან?“ – პუტინმა უკვე უფრო სერიოზულად უპასუხა:
„როდესაც ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი შენობაში შევიდა,ხოლო უსაფრთხოების თანამშრომლებმა „რუსთავის-2“-ის ჟურნალისტს უკან დახევა სთხოვეს.
რაზე ილაპარაკეს სხდომის დროს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე თავის მისალმებაში განაცხადა:
„დღევანდელი სხდომის ჩატარება ორმაგად სასიამოვნოა, რადგან მასში მონაწილეობას იმ ორი ქვეყნის – სინგაპურისა და ირანის – ხელმძღვანელები მიიღებენ, რომლებთან კავშირიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისკენ მიმართულ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობას ავითარებს.
ჩვენი ორგანიზაციის ყველა რგოლს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ჩვენ კავშირის გეოგრაფიის კიდევ უფრო გაფართოება მოვახერხეთ, რისი წყალობითაც, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“.
თავიდან შეხვედრა შედგა ვიწრო შემადგენლობით, რომელშიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხუთეულის მეთაურები და თავმჯდომარე ტიგრან სარგსიანი მონაწილეობდნენ. ეს შეხვედრა პრესისათვის დახურული იყო. ჟურნალისტები დარბაზში დაბრუნდნენ მხოლოდ გაფართოებული სხდომის დაწყებისას, რომელშიც მიწვეული სახელმწიფოების მეთაურებიც მონაწილეობდნენ.
ძირითადი ნეგატიური საკითხი, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს და რომელსაც მონაწილე-ქვეყნების ხელმძღვანელები აყენებდნენ, კავშირის შიგნით ვაჭრობაში არსებული ბარიერები იყო. ჯერ კიდევ შარშან სანკტ-პეტერბურგში გამართულ ანალოგიურ შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ღიად განაცხადა, რომ ამ ფრონტზე მუშაობა „დაუშვებლად ნელა მიმდინარეობს“.
ერევანში ლუკაშენკომ ისევ დაიწყო ლაპარაკი იმ მრავალრიცხოვანი ბარიერის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა მოხსნას:
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ეს ბარიერები ისეთ მგრძნობიარე სფეროებში წესდება, როგორიც არის, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვები“.
ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეფექტიანი ეკონომიკური კავშირის შესაქმნელად საჭიროა ბევრი ძალისხმევისა და სახსრების გამოყენება. ამავდროულად, მან პოზიტიურად შეაფასა ის, რომ ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო ფინანსური ბაზრის ფორმირების კონცეფცია შემუშავდა და საფუძველი ჩაეყარა კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას.
რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის მცხოვრებელთა პრიორიტეტებს შორის ფაშინიანი ყველაზე მტკიცედ მოითხოვდა მუშახელის გადაადგილების საკითხის გადაწყვეტას. მისი აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მუშახელის გადაადგილებისთვის არსებული ბარიერი შრომის საერთო ბაზრის ფორმირებას ხელს შეუშლის. და ამ საკითხის გადაჭრა თანამშრომლობის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია.
სომხეთის პრემიერმა მთლიანად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა:
„ჩვენი ორგანიზაცია წლიდან წლამდე მყარდება, მან როგორც საერთაშორისო ინტეგრაციულმა გაერთიანებამ თავისი სიცოცხლისუნარიანობა და მომხიბვლელობა დაამტკიცა. სომხეთს, როგორც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის წლევანდელ თავმჯდომარეს, ამ საქმეში თავისი შესაძლო წვლილი შეაქვს“.
კავშირში სომხეთის როლის შესახებ საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ირანის, სინგაპურისა და მოლდოვას მონაწილეობა სომხეთის წარმომადგენლობის ერთგვარ კულმინაციად იქცა.
ახლახან ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა სერბიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთთან, ეგვიპტესა და ისარეაელთან.
ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვაჭრობის მინისტრმა ვერონიკა ნიკიშინამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა:
„ჩვენ კარგი ტემპით მივიწევთ წინ, და სერიოზული გარღვევისთვის ვემზადებით“.
შეთანხმება სინგაპურთან
ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა სინგაპურთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომის დამთავრებისთანავე დადო.
ის საქონლის უმეტესობაზე საბაჟო გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების ინიციატივით, საბაჟო გადასახადი არ გაუქმდა ზოგიერთ სამრეწველო საქონელზე (საქონლის ხორცი, რძე, საბავშვო კვება, ყველი, შაქარი), ასევე – მსუბუქ ავტომობილებზე.
სინგაპური საბაჟო გადასახადებს ახლავე გააუქმებს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები კი – ეტაპობრივად, 10 წლის განმავლობაში.
სინგაპურთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გარდა, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებასაც.
როუჰანის განცხადება
30 სექტემბრიდან სომხეთში იმყოფება ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. ეს „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ სომხეთში მისი პირველი ვიზიტია.
როუჰანის თქმით, ქვეყანა პირველად უერთდება რეგიონულ ეკონომიკურ კავშირს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პირობებში, როდესაც აშშ ირანზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს.
მისი თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ირანის მხრიდან რეგიონული და მრავალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მტკიცე პოლიტიკურ ნებას გამოხატავს.
„ირანის გეოგრაფიული მდებარეობა ევროპიდან აზიაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთში, ჩრდილოეთიდან სამხრეთში ტრანზიტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ჩვენ ამ შესაძლებლობის ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის ვაპირებთ“, – აღნიშნა როუჰანიმ.
იარნსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის მუშაობა 27 ოქტომბრიდან დაიწყება. ევრაზიის ეკონომიკური კავშირთან დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ასობით ირანული საქონელს განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით შეეძლება სარგებლობა. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ადრეული მოსავლის სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამშენებლო დარგის ზოგიერთ საქონელს შეეხება.
ერევანში ირანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის ორმხრივი შეხვედრა შედგა.
• სომხეთი 500-ზე მეტი დასახელების საქონელზე ირანისგან საბაჟო შეღავათებს იღებს
როუჰანიმ აღნიშნა, რომ ირანი სომხეთთან ურთიერთობის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის მოცულობა ფაშინიანის გუნდის მუშაობის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ერთობლივი პროექტების განხორციელება წარმატებით გრძელდება.
„ჩვენ თქვენს მთავრობასთან ერთად ახალი პროექტების შემუშავებისა და პროგრამის „ბუნებრივი აირი ელექტროობის სანაცვლოდ“ მოცულობის გაფართოებისთვის მზად ვართ. ამავდროულად მზად ვართ ბუნებრივი აირის, მზისა და ქარის ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავების პროექტების განსახორციელებლადაც დაინტერესებულები ვართ რეგიონული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებითა და ინფრასტრუქტურის განვითარებით“, – თქვა მან.