თანამედროვე ხელოვნება ის დარგი აღმოჩნდა,რომელიც ბაქომ მოულოდნელად ადვილად შეისისხლხორცა. ამის მიზეზი ალბათ აქაური ე.წ. ‘ბოჰემური საზოგადოებაა’,რომელიც ხელიდან არ უშვებს კიდევ ერთი ‘რჩეულთა კლუბის’ დაარსების შესაძლებლობას; სწორედ ასეთ ‘რჩეულებს’ წარმოადგენენ უბრალო მოკვდავთათვის გაუგებარი ნახატებისა და სკულპტურების დამთვალიერებლები. და აი,იანვრის ერთ ძალიან სუსხიან დღეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ჩატარდა გამოფენა სახელწოდებით ‘სირგა ოლსუნ’. სიტყვასიტყვით მის თარგმნას აზრი არ აქვს,უბრალოდ იმის ცოდნაც კმარა, რომ ამ გამონათქვამის მიხედვით, რაღაც ღირებული კარგად უნდა დავიმახსოვროთ. კონცეპტუალისტ მხატვრებს ‘შესთავაზეს თაობათა ცვლის’ საკითხს შეხებოდნენ.
გამოფენაზე მისული ახალგაზრდების სახეების გამომეტყველებით, ძნელად მიხვდებოდი, დაიპყრო თუ არა მაღალმა ხელოვნებამ მათი გონება.
მუსიკა
რამდენიმე საათის შემდეგ პატარა პაბში «Le Chateau» ანსამბლ DədəBaba-ს («მამა-პაპა») კონცერტი გაიმართა სახელწოდებით «შენი სამყარო, ჩემი სამყარო».
განათება ცუდი იყო, ვენტილაცია _ კიდევ უარესი. თუმცა, ამას დარბაზში სრული ანშლაგისთვის ხელი არ შეუშლია. ცხადია, რომ როკმუსიკა სარდაფის სივრცეში ვერ ‘ეტევა’. ასეთი ცოცხალი როკ-შესრულებები ბოლო 2-3 წლის მანძილზე უფრო გახშირდა, მაგრამ ეს მაინც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ბაქოში, რომელიც ,თბილისისგან განსხვავებით, პოპის ქალაქი უფროა. ვიდრე როკის. ამაზე თუნდაც საზკვების ობიექტების მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ბაქოში Led Zeppelin-ის ფონით თუ გსურთ ივახშმოთ,მაშინ შინ მოგიწევთ დარჩენა.ამიტომაცაა,რომ როკ-კონცერტები უფრო ‘საკუთარი ძალებით’ იმართება და ეს ჭეშმარიტი ‘ანდერგრაუნდის’ ატმოსფეროს ქმნის.ახალგაზრდული საღამოებისთვის კი ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?!