აშშ-ს სენატმა სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო
აშშ-ს სენატმა 12 ოქტომბერს ერთხმად მოიწონა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პირველი მსოფლიო ომის წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები გენოციდად არის აღიარებული.
კერძოდ, რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, რომ არ იქნას დაშვებული სომხების გენოციდის ან „ნებისმიერი სხვა გენოციდის“ უარყოფის საკითხში ამერიკის ხელისუფლების ჩართვა ან მისი ასოცირება.
აქამდე აშშ-ს პრეზიდენტები, მათ შორის დონალდ ტრამპიც, 1915 წლის მოვლენებზე საუბრისას, თავიანთ ოფიციალურ გამოსვლებში ჯერ კიდევ არ იყენებდნენ სიტყვა „გენოციდს“.
სომხების გენოციდი – 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების მასობრივი ჟლეტაა. მანამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაახლოებით ორნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობდა. მკვლელობებისა და მასობრივი დეპორტაციის შედეგად მათი ნახევარზე მეტი დაიღუპა.
გასული წლის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები დაგმობილია და გენოციდად არის აღიარებული გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომელთა შორისაა – ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი, მსოფლიო ეკლესიების საბჭო. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სომხების გენოციდი აღიარეს, არიან – კანადა, არგენტინა, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, რუსეთი, ბელგია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ურუგვაი, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, ლიბანი, აშშ-ს 48 შტატი.
თურქეთი ამ ფორმულირებას კატეგორიულად არ იღებს.
როგორ მოხდა ეს
დემოკრატმა რობერტ მენდესმა და რესპუბლიკელმა თედ კრუზმა რეზოლუცია სენატში განსახილველად არაერთხელ შეიტანეს, თუმცა მათი კოლეგები ამ დოკუმენტს ბლოკავდნენ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამგვარი შინაარსის რეზოლუცია მიიღო, სამმა სენატორმა ამ დოკუმენტის განხილვას ვეტო დაადო; თანაც სამივე მათგანი ამბობდა, რომ, ისინი პრინციპულად არ ეწინააღმდეგებოდნენ ამ რეზოლუციის შინაარსს, მაგრამ მისი მიღების დრო ჯერ არ იყო დამდგარი.
მათ შორის პირველი იყო სენატორი ლინდსი გრემი. მან დოკუმენტს ტრამპისა და ერდოღანის ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ვეტო მაშინვე დაადო. მან განმარტა, რომ რეზოლუციას „არა წარსულის, არამედ მომავლის გამო“ ამუხრუჭებს. ვინაიდან სენატორი გრემი პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი თანამოაზრეა, ცხადი გახდა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი აზრი არ იყო.
მის შემდეგ კენჭისყრა სენატორებმა დევიდ პერდიუმ და კევინ კრამერმა დაბლოკეს.
თუმცა 12 დეკემბერს რეზოლუცია არამხოლოდ დაუშვეს კენჭისყრაზე, არამედ ერთხმადაც მიიღეს.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარის მხრიდან მოსალოდნელია მკვეთრი რეაგირება.
სომხეთის რეაქცია
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა:
„ეს გადაწყვეტილება სამართლიანობის, სიმართლის და სომხების გენოციდის აღიარების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, ეს არის მსხვერპლთა და მათი ღირსებისადმი პატივის მიგება. ჩვენ ვემადლიერებით სენატორ რობერტ მენდესს, თედ კრუზს და აშშ-ს სენატის ყველა წევრს“.
წინა რეზოლუცია
სენატის მიერ რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში, ანუ – აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში. 30 ოქტომბერს პალატამ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა ხმათა უდიდესი უმრავლესობით გენოციდად აღიარა. მაშინ რეზოლუციას 405-მა ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგი მხოლოდ 11 კონგრესმენი იყო.
ამის შემდეგ უკვე მოსალოდნელი იყო დოკუმენტის სენატში განხილვა. სომხეთის მედია იუწყებოდა, რომ კონგრესის სხვა პალატის, ანუ სენატის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში, რეზოლუციას ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს წარუდგენდნენ.
რა დგას აშშ-ს მიერ რეზოლუციის მიღების უკან
ბევრი ექსპერტის აზრით, რეზოლუციის ხელმოწერა აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესებით არის გამოწვეული. კერძოდ, ბოლო ხანს სიტუაციაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა:
• თურქეთის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ სირიელი ქურთების წინააღმდეგ, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ამერიკელების მთავარი მოკავშირეები იყვნენ. თანაც ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა უეცრად სირიის ტერიტორიიდან თავის ჯარის გაყვანის შესახებ განაცხადა.
• თურქეთის მხრიდან რუსული ЗРК С-400-ის [ საჰაერო თავდასხმის საშუალებათა განადგურებისთვის განკუთვნილი საზენიტო- სარაკეტო სისტემა] შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, აშშ-ს უკმაყოფილების მიუხედავად.
სხვათა შორის, გენოციდის თაობაზე კენჭისყრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა მაშინვე, ასევე, უდიდესი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი კანონს, რომელიც ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
კანონპროექტის თანახმად, შეთავზებულია თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის – თავდაცვის მინისტრის მიმართ სანქციების დაწესება,თურქი ჩინოვნიკების აქტივების დაბლოკვა და თურქული ბანკების წინააღმდეგ სანქციების შემოღება.
გარდა ამისა, დოკუმენტში გაწერილია სამომავლო განხილვისთვის აშშ-ში თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ოჯახის აქტივების მონაცემთა კონგრესისთვის წარდგენა.