აშშ სომხეთს ფინანსურ დახმარებას გაუზრდის
ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისთვის გასაწევი ფინანსური დახმარების მოცულობის გაზრდას აპირებს.
დახმარების მასშტაბები
2019 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთს დაახლოებით 26 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს თავიდან გათვალისწინებულზე 20 მილიონით მეტია. წელს სომხეთმა 14 მილიონის ოდენობის დამატებითი დაფინანსება უკვე მიიღო.
რას მოხმარდება დახმარება
თანხის ნაწილი იმ პროგრამების განხორციელებას მოხმარდება, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბების სტიმულირებას ახდენს. მეორე ნაწილს გამოიყენებენ სომხურ და ამერიკულ კომპანიებს შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების გასაფართოებლად, ასევე – სომხეთისთვის პრიორიტეტული საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და ენერგეტიკული რეფორმებისთვის.
ეს პროგრამები მოწოდებულია, რომ გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ხელისუფლებას მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს.
აშშ-ს მიერ სომხეთისთვის წინა წლებში გაწეული დახმარება
სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეერთებული შტატები მუდმივად უწევდა ფინანსურ დახმარებას ქვეყანაში საზოგადოების დემოკრატიზაციის განხორციელებისთვის გამიზნულ პროგრამებს. 2006 წლიდან ფინანსური დახმარება ასევე ხორციელდებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კორპორაციიდან „ათასწლეულის გამოწვევები“.
ამ პროგრამის ფარგლებში, სომხეთში $177 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. იმ დროს, როდესაც კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევებსა“ და სომხეთს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, სომხეთში $235 მილიონის ოდენობის ინვესტიციის ჩადება იყო ნავარაუდევი.
პროგრამა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევების“ დირექტორთა საბჭომ, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა პროგრამების დაფინანსება შეეწყვიტა. ეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კორუფციულ რისკებსა და ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდებოდა. როდესაც დემონსტრაციის დარბევის დროს ის დემონსტრანტები დაიღუპნენ, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდნენ.
2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ და აშშ-ში არსებულმა სომხურმა ლობისტურმა ორგანიზაციამ ფინანსური დახმარების საკითხი ისევ წამოწიეს. თუმცა, კორპორაციამ თავისი გადაწყვეტილება, რომ სომხეთში ფინანსური ნაკადები არ გაეგზავნა, იმით ახსნა, რომ ქვეყანა წამოყენებულ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
საბოლოოდ სომხეთმა კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევები“-სგან ფინანსური დახმარება ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება ზოგიერთი პროგრამის განსახორციელებლად ფულს პირდაპირ ამერიკის ბიუჯეტიდან მიიღებს.