თუმცა, კანონის განხილვისას აღინიშნა, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, ჯანმრთელი პატიმრების გათავისუფლების რისკი ჩნდება. სწორედ ამიტომ, მინისტრთა კაბინეტმა ამ კანონის ამოქმედება სამი თვით გადადო.
პრემიერმინისტრ არტურ მიქვაბიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ “კარგად დამუშავდეს ყველა ნორმატიული აქტი საკანონმდებლო ცვლილებების თანმდევი რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად”.
”საპატიოდ ჩასათვლელი დაავადებების სია მეტისმეტად ვრცელი და ბუნდოვანია, რის გამოც, დიდია ალბათობა, რომ დაინტერესებული პირები ზეწოლას მოახდენენ ექიმებზე (ან მოისყიდიან მათ – JAMnews ) ადვოკატებისთვის კი ჰონორარის მიღების კიდევ ერთი წყარო გაჩნდება,” – აცხადებს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი რაულ ლოლუა.
არასახელისუფლებო წრეებში ამ გადაწყვეტილებას ბევრად უფრო კატეგორიულად აფასებენ. “კანონდამრღვევებს ამ სიაში შესული დაავადებების დამადასტურებელი უამრავი ყალბი დოკუმენტი აღმოაჩნდებათ.”
“დაავადებების ამ სიას ანალოგი არ აქვს მსოფლიო პენტიტენციურ პრაქტიკაში. ეს ნორმა მოსახლეობის 90%-ს შეიძლება შეეხოს, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის ჩვენს ჩინოვნიკებს, რომელთაც სიხარბისგან გონება აქვთ დაკარგული. ინდულგენციების გაყიდვა ხომ უფრო ადვილია?
სამართლიანიც იქნება და თან, ხაზინაც შეივსება. საჭიროა ნორმალური საპატიმრო, რომელშიც ათასი ერთადგილიანი კამერა იქნება და, ასეთ შემთხვევაში, აღარავინ გამოვა ციხიდან დროზე ადრე.”
ჯერჯერობით საზოგადოებაში ნაკლებ ინტერესს იწვევს, თუ როგორ უნდა მოექცნენ იმ პატიმრებს, რომლებიც ნამდვილად მძიმე დაავადებებით (მაგალითად, ტუბერკულოზი) არიან ავად.