აფხაზეთმა ადგილობრივი ბიზნესის დასახმარებლად გადაუმუშავებელი თევზის ექსპორტი აკრძალა
აფხაზეთის ხელისუფლებამ არამოგებიანად ჩათვალა გადაუმუშავებელი თევზის ექსპორტი, რადგან ნედლეულის სიმცირის გამო, ადგილობრივი გადამამუშავებელი საწარმოები სრული სიმძლავრით ვერ მუშაობდნენ.
გარდა ამისა, ამ სეზონზე (თევზჭერა დაიწყო 2018 წლის 24 დეკემბერს და 2019 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება), გასულ სეზონთან შედარებით, 7 ტონით არის გაზრდილი ქაფშიის მოპოვების კვოტა – ეს არის შავ ზღვაში მთავარი კომერციული თევზის სახეობა.
ახლა ის 27 ათას ტონას შეადგენს.
თუმცა, ადგილობრივ ბაზარს მხოლოდ რამდენიმე ტონა ცოცხალი ქაფშიის ათვისება შეუძლია. დანარჩენი ნაწილი შვიდ გადამამუშავებელ საწარმოში წავა, რომლებიც თევზის ფქვილს აწარმოებენ. ამის შემდეგ, საქონელი მთლიანად თურქეთში გაიყიდება.
• უკონტროლო თევზჭერა აფხაზეთში: იღუპება არამხოლოდ თევზი
• რუსეთი სირიაში ბიზნესსაქმიანობას სამხრეთ ოსეთის გავლით აწარმოებს
• სირიელი სომხების ბიზნეს-ფენომენი. ოთხი მიგრანტის ისტორია
აკრძალვა, როგორც საშუალება, კონკურენტუნარიანი გახადო ადგილობრივი ბიზნესი
სწორედ ადგილობრივი მწარმოებლების მკაცრი მოთხოვნის პასუხად დაწესდა აკრძალვა „ცოცხალი“ თევზის გამოწვევაზე.
ეს ნაბიჯი არ ჭრის თევზის გადამამუშავებელი საწარმოების სრული დატვირთვის პრობლემას, რამდენადაც, მათი ძალების საერთო მოცულობა დაახლოებით ათჯერ აღემატება დასაჭერად ხელმისაწვდომი თევზის ოდენობას.
მიუხედავად ამისა, მწარმოებლები კმაყოფილი არიან – ახლა მათ ნაკლები გამოუყენებელი ნედლეული ექნებათ.
თევზჭერის გაზრდის ეკოლოგიური შედეგები
აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ხანია მიდის დისკუსია თევზჭერის დასაშვები მოცულობისა და მეთოდების შესახებ. მათ შორის, ისმის ბევრი კრიტიკული ხმაც.
თუმცა, აფხაზეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საველი ჭითანავა მიიჩნევს, რომ არანაირი საფრთხე არ არის და ახლანდელი, გაზრდილი სეზონური კვოტა, გასული პერიოდის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა.
„ჩვენ პროცესს ვაანალიზებთ და ინფორმაციას მოსკოვში, ეკოლოგიის ინსტიტუტში ვგზავნით. თავის მხრივ, ისინი მიმართავენ აზოვისა და შავი ზღვების თევზჭერის მეურნეობას, რომლებიც ატარებენ ანალიზს და მომავალი თევზჭერის სეზონის პროგნოზებს აკეთებენ“, – განაცხადა მან.
ჭითანავა არასერიოზულად მიიჩნევს აფხაზეთში გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ქაფშიაზე დაწესებული ახლანდელი კვოტა, 27 ათასი ტონა, ბევრია.
„შეადარეთ თურქულ და ქართულ კვოტებს – ეს, შესაბამისად, 300 ათას და 100 ათას ტონას შეადგენს“, – ამბობს ჭითანავა.
მას ეთანხმება ავტორიტეტული ადგილობრივი ეკოლოგი, ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომან დბარი.
„როდესაც დგინდება კვოტა – ის არ უნდა აჭარბებდეს აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული ქაფშიის რეზერვების 30-35%-ს. ახლანდელი ციფრები მთლიანად ჯდება ამ სტანდარტებში“, – ამბობს ის.
ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტი უფრო მეტი ყურადღების დათმობას კრიზისული კითხვისთვის აპირებს – მტაცებლური თევზჭერის პრევენცია.
იმავე ქაფშიის დაჭერა დაშვებულია გუდისებრი ტრალებით. ყველა სხვა ტიპის სეინერები არღვევენ აკვატორიის ეკოსისტემას და არ იქნებიან დაშვებული თევზჭერის სეზონზე.
ამას გარდა, კომიტეტი მთავარი პრობლემის გადაწყვეტას აპირებს – არ დაუშვას თევზაობა ნაპირიდან 500 მეტრზე ახლოს. როდესაც სეინერი ნაპირთან ძალიან ახლოს მიდის, ის ანგრევს ფსკერის მიკროფლორას და ამის შედეგები აისახება არა მხოლოდ თევზებზე, არამედ მთლიანად ზღვის ეკოლოგია ვარდება კატასტროფულ მდგომარეობაში.
ნაპირიდან 500 მეტრზე ახლოს თევზჭერაზე აკრძალვა აფხაზეთში დიდი ხნის წინ დაწესდა. ახლა კომიტეტი მის სრულად აღსრულებას აპირებს. ამ საქმეში დასახმარებლად სპეციალური საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს შექმნაა გადაწყვეტილი.