აზერბაიჯანში „18+“ ფილმებს ამიერიდან მხოლოდ ღამით უჩვენებენ
გაზიარება
გაზიარება
კანონი „ბავშვების მავნე ინფორმაციისგან დაცვის“ შესახებ განსახილველად პარლამენტს 2017 წელს წარედგინა, თუმცა მისი ბოლო მოსმენა მხოლოდ წელს ოქტომბერში შედგა.
„მავნე ინფორმაციად“, რომლისგანაც ბავშვები და მოზარდები უნდა დაიცვან, მიიჩნევა, მაგალითად, ძალადობისა და სისასტიკის ამსახველი სცენები, ეროტიკა და პორნოგრაფია, არანორმატიული ლექსიკა, ოჯახის ინსტიტუტის დამაკნინებელი ინფორმაცია.
აზერბაიჯანული არხები ამ ყველაფრით ბოროტად არც წინათ სარგებლობდნენ, განსხვავება ის არის, რომ ახლა საკითხი კანონისა და საგანგებოდ შერჩეული ექსპერტების მიერ დარეგულირდება, და არა „თვითცენზურით“.
კანონში ნათქვამია, თუ რა დროს არის შესაძლებელი 16 და 18 წელზე უფროსი მაყურებლებისთვის განკუთვნილი ფილმებისა და გადაცემების ყურება:
[yes_list]
ფილმები და გადაცემები „16+“ ასაკობრივი კატეგორიისთვის — დილის 7 საათამდე და საღამოს 9-ის შემდეგ;
„18+“ კატეგორიისთვის — დილის 6 საათამდე და საღამოს 11-ის შემდეგ.
[/yes_list]
ექსპერტებმა მთელი ტელეპროდუქციის „6“-დან „18+“-მდე მარკირება უნდა მოახდინონ.