გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან გადაასვენეს
19 თებერვალს, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის შუამავლობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან, აზერბაიჯანელი სამხედროს სხეულის ევაკუაცია მოახდინეს.
აკიფ ელშან ოღლუ აბასოვი, რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
სომხური წყაროები წერენ, რომ ოპერაცია აზერბაიჯანული მხარის თხოვნით განხორციელდა და დასძენენ, რომ მასში ასევე მონაწილეობდა ანჟეი კასპრშიკი, ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი. აზერბაიჯანული მედია ასეთ ფორმულირებას იყენებს – „ოპერაცია განხორციელდა მხარეთა შეთანხმებით“.
• სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ერთმანეთს გასაიდუმლოებულ რეჟიმში შეხვდნენ
• თვითცენზურა აზერბაიჯანში – დუმილით შევხვდეთ ყველაფერ სომხურს