ჩეჩნეთში "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს და ადვოკატს თავს დაესხნენ
გაზიარება
გაზიარება
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავს დაესხნენ რუსული “ნოვაია გაზეტას” მიმომხილველ ელენა მილაშინას და ცნობილ ადვოკატს, მარინა დუბროვინას.
ნოვაია გაზეტასცნობით, აგრესიული ჯგუფი – ძირითადად ქალები – მათ თავს 6 თებერვალს, გვიან საღამოს, სასტუმრო „კონტინენტის“ შესასვლელში დაესხა. ჟურნალისტი და ადვოკატი სცემეს, მათ შორის ფეხებითაც და ყველაფერს კამერით იღებდნენ.
ელენა მილაშინა ამბობს, რომ მან არაერთხელ მიიღო მუქარა ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ რამზან კადიროვისგან.
მილაშინა და დუბროვინა გროზნიში ისლამ ნუკანოვის საქმის სასამართლოზე ჩავიდნენ, რომელიც მას შემდეგ დააკავეს, რაც მან კადიროვის გარემოცვის მდიდრული სახლები ვიდეოზე გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.
ჟურნალისტმა და ადვოკატმა მომხდარის შესახებ ჩეჩნეთის პოლიციაში განაცხადეს. ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან ამას ჯერჯერობით რაიმე რეაქცია არ მოჰყოლია.ჟურნალისტი ელ
ელენა მილაშინა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მრავალი საგამოძიებო მასალის ავტორია. მათ შორისაა მასალა 27 ადამიანის გატაცებისა და მკვლელობის შესახებ, რომლებიც “კადიროვის სახელობის სარდაფში” დახვრიტეს ან დაახრჩვეს. ასევე – ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნის შესახებ. დიდ რეზონანსი გამოიწვია სტატიამ ადგილობრივი პოლიციის უფროსის, 57 წლის ნაჯუდ გუჩიგოვის არასრულწლოვან გოგონაზე ქორწინების შესახებ. ჟურნალისტების თქმით, ძალოვანი მაღალჩინოსანი გოგონას და მის ოჯახს ქორწინებას აიძულებდა. ისინი ვერც ამბის გახმაურებამ და ვერც უფლებადამცველების ჩარევამ იხსნა – გუჩიგოვს საჯაროდ მხარი რამზან კადიროვმა დაუჭირა.