"ქართულმა მარშმა" აქცია სოროსის ფონდის წინააღმდეგ გამართა
თბილისში 22 თებერვალს საღამოს “ქართული მარშის” მომხრეთა აქცია გაიმართა, რომლებმაც საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა გააპროტესტეს. მათ მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისამდე გამართეს.
აქციაში 30-40 ადამიანი მონაწილეობდა. ფონდის ოფისთან მათ ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვეს და ფონდის საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობას “ანტისახელმწიფოებრივი” უწოდეს და განაცხადეს, რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში სხვა სახელმწიფოების ინტერესებს ატარებენ.