სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ფოტორეპორტაჟი
სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.
ეს მონაცემები ბიულეტენების 94.5% -ის დათვლის შედეგებს ასახავს.
• რას ფიქრობენ სტამბოლი მცხოვრებნი არჩევნების შესახებ და რატომ არის მათი შედეგები მნიშვნელოვანი
იმამოღლიმ ხმების 53.6%მიიღო , მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა – 45.4%.
სხვაობამ 700 ათასზე მეტი ხმა შეადგინა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ილდირიმმა თავისი დამარცხება უკვე აღიარა, თავის ოპონენტს მიულოცა და მას “სტამბოლის წარმატებული სამსახური” უსურვა.
ხელახალი ხმის მიცემა 31 მარტის არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ დაინიშნა. ამ არჩევნებზე ეკრემ იმამოღლუმ პროსახელისუფლებო კანდიდატი მცირე სხვაობით დაამარცხა.
მან ხმების 48.8% მოიგო, ხოლო ილდიირმა – 48,55%. თუმცა პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ დარღვევების საბაბით შედეგები რადენიმე უბანზე გაასაჩივრა, რის გამოც ხელახალი არჩევნები დაინიშნა.