სომხეთში მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, შესაძლოა, ახალ პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10.00 მონაცემებით, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,17% მოაგროვა. მას მოსდევს ბლოკი „ცარუკიანი“, რომელმაც ხმათა 27,38% მოიპოვა. ჯერჯერობით 2009 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 1977 უბნის მონაცემები.
თუმცა, არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდა Exit-poll-ის შედეგები, რომლებიც საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან. 125 საარჩევნო უბნიდან გამოკითხვაში 30 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. Exit–poll ჩაატარა „Baltic Surveys/The Gallup Organization“-მა სომხეთის სოციოლოგიური ასოციაციის დახმარებით. აი, მისი მონაცემები:
- სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ამომრჩვლების ხმათა 46% დააგროვა;
- ბლოკი „ცარუკიანი -“25%;
- ბლოკი „ელკ“(გამოსავალი) – 10%,
- სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკციუტუნი“ – 5%,
- პარტია „სომხური აღორძინება“ – 4%,
- ბლოკი „ოგანიან-რაფი-ოსკანიანი“ – 3%,
- ბლოკი „კონგრესი – სომხეთის სახალხო პარტია“ – 3%,
- პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ – 2%,
- სომხეთის კომუნისტური პარტია – 2%.
ამ მომენტისთვის ისეთი შთაბაჭდილება იქმნება, რომ თვით ლიდერი სომხეთის რესპუბლიკური პარტიაც კი ვერ მიიღებს სტაბილური უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად ხმათა აუცილებელ 54%-ს. ქვეყნის ახალი საარჩევნო კოდექსი ასეთი შემთხვევისთვის შემდეგ პროცდურას ითვალისწინებს: ბარიერის გადამლახავ პოლიტიკურ ძალებს (5%– პარტიებისთვის და 7% – ბლოკებისთვის) 6 დღე ეძლევათ კოალიციის შესაქმნელად.
და თან, მის შემადგენლობაში მაქსიმუმ სამი პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს. ისინი აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ მომავალი პრემიერის კანიდატურაზე. თუ კოალიცია ვერ შედგა, 28 დღის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა ექნება.
რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას – ყველაფერმა საკმაოდ მშვიდ ვითრებაში ჩაიარა. დამკვირვებლები და ჟურნალისტები ყველაზე ხშირად ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევის შემთხვევებზე იტყობინებოდნენ, უფრო იშვიათად კი – ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ორჯერ ხმის მიცემის ფაქტების შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ 1300 შეტყობინება მიიღო, თუმცა „საარჩევნო ხასიათის დანაშაულის ნიშნები“ დაახლოებით ხუთიდან ერთ შემთხვევაში იყო აღმოჩენილი.