სომხეთში ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული კომპანიის მმართველობის გადაცემას განიხილავენ
სომხეთის მთავრობამ „მაღალი ძაბვის ელექტროქსელების“ ხუთი წლით „ტაშირ კაპიტალის“ კონცესიურ მმართველობაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
„ტაშირ კაპიტალი“ სომხური წარმოშობის რუს მეწარმეს სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, რომელმაც, სხვათაშორის, გასულ წელს უკვე შეისყიდა სომხეთის ენერგეტიკისთვის სხვა მნიშვნელოვანი კომპანია „სომხეთის ელექტროქსელები“.
ამ ორი კომპანიის მუშაობა ერთმანეთთან უშუალო კავშირშია:
- კომპანია „მაღალი ძაბვის ელექტროქსელები“ მთავარ ფუნქციას ასრულებს – მწარმოებლებისგან ენერგიას იღებს და გადასცემს, რომელიც მას ანაწილებს, ქვეყნის მოსახლეობას აწვდის. „მაღალი ძაბვის ელექტროქსელები“ – დამაკავშირებელი რგოლია მწარმოებელსა და გამანაწილებელს შორის, სომხეთი მისი მეშვეობით ახორციელებს ასევე საქართველოსთან და ირანთან ერნერგეტიკულ კავშირსაც.
- შემდეგ „სომხეთის ელექროქსელები“ ელექტროენერგიას ქვეყნის შიგნით მომხმარებლებს უნაწილებს.
კომპანია „მაღალი ძაბვის ელექტროქსელებს“ სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს – მასზე გადის ქვეყნის მთელი ენერგეტიკული კავშირი საქართველოსა და ირანთან – სწორედ იმ ქვეყნებთან, რომლების გავლითაც ხდება ელექტროენერგიის მიწოდება.
ს ომხეთის მთავრობა ირწმუნება, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კომპანია „მაღალი ძაბვის ელექტროქსელების“ საქმიანობის ეფექტიანობა ამაღლდება.
თუმცა , პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ამაში დიდად დარწმუნებულები არ არიან. მსჯელობისას ყურადღება მახვილდება იმ ფაქტზე, რომ ახლა სომხეთში ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ყველა პროცესს გააკონტროლებს ერთი ადამიანი, და ის რუსული ბიზნესის წარმომადგენელია.
კერძოდ, სამი კვირის უკან მთავრობამ იმავე რუსული კომპანიის – „ტაშირ კაპიტალის“ საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა, და ის მდინარე დებედზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. რამდენიმე თვის წინათ კი „ტაშირ კაპიტალმა“ რაზდანის თბოელექტროსადგურიც შეიძინა.
2006 წლიდან „სომხეთის ელექროქსელების“ მფლობელი რუსული კომპანია “ИНТЕР РАО ЕЭС“ იყო. 2015 წელს კომპანიამ ელექტროობის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ამან სომხეთში სერიოზული უკმაყოფილების ტალღა წარმოშვა. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და ხალხში ამ საპროტესტო აქციებს #ElectricYerevan შეარქვეს. ტარიფების გაზრდა არ მოხერხდა. ამის შემდეგ „ИНТЕР РАО ЕЭС“-მა ვალების, წამგებიანობისა და „ქსელების“ პრობლემების შესახებ განაცხადა და აქციების 100% „ტაშირ კაპიტალს“ მიჰყიდა.
სომხეთში ეს დადებით შედეგად შეფასდა – რადგან „ტაშირ კაპიტალი“ სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, და ადამიანებს ეგონათ, რომ სომხეთის ენერგეტიკული სისტემა რუსული გავლენისგან გარკვეულწილად გათავისუფლდა.
თუმცა, უკვე მაშინვე გაისმოდა მტკიცება, რომ ეს იყო რუსული პროექტი, „სასცენო დადგმა“ , რომლის შედეგადაც „სომხეთის ელექტროქსელების“ მფლობელი გახდა რუსეთისთვის „შინაური“ ბიზნესმენი, რომლის წყალობითაც რუსეთის თავის გავლენას არ დაკარგავდა.