საქართველომ ავტოავარიებს ომი გამოუცხადა
შსს-ს ინიციატივით, საქართველოს კანონმდებლობამ რამდენიმე ცვლილება უნდა განიცადოს – საკმაოდ მტკივნეული ადგილობრივი ავტომფლობელებისათვის, მაგრამ გზებზე საფრთხის შემამცირებელი. აი ძირთადი დაგეგმილი სიახლეები და მათი აუცილებლობის ახსნა
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები
შეიზღუდება მათი იმპორტი. ეს შეზღუდვა ძალაში შევა 2016 წლის მარტიდან და აკრძალვას ითვალისწინებს არა საქართველოში დღეს მოსიარულე ყველა მარჯვენასაჭიან ავტომანქანაზე, არამედ მათ რეგისტრაციაზე, ანუ, ხელი მოეცარებათ იმათ, ვინც მომავალ წელს იაფიანი მარჯვენასაჭიანი მანქანის შეძენას აპირებდა და არა იმათ, ვინც უკვე მოასწრო ამის გაკეთება წელს. მარჯვენასაჭიანი მანქანები საქართველოში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა -ისინი აგილობრივი ავტობაზრის მთელი ასორტიმენტის ნახევარს შეადგენენ. ევროპის ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს არ აღემატება. ცვლილებათა ინიციატორები ფიქრობენ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ასეთი რაოდენობა იმ ქვეყანაში, სადაც მარცხენასაჭიანი მოძრაობაა – მთლად უსაფრთხო ვერ არის.
ფარული პატრულირება
ინიციატივა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესოა: ავტომოძრაობას დააკვირდებიან სპეციალური პოლიციის მანქანები პოლიციის ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. ანუ, პოლიციას შეუძლია მოახდინოს მოძრაობის პატრულირება სატვირთოს, პურის მანქანის ან სასკოლო ავტობუსის სახით, დააფიქსიროს კამერებზე ყველა დარღვევა იმისათვის, რომ შემდეგ დამრღვევს გამოუწეროს ჯარიმა და ფოსტით გადაუგზავნოს ჩადენილის დაწვრილებით აღწერასთან ერთად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აუხსნა JAMnews-ს, რისთვის არის ეს საჭირო: ‘დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს. სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს’
მართვის მოწმობის აღება გაცილებით ძნელი გახდება
მთავარ გართულებად ითვლება გამოცდის ჩაბარების პერსპექტივა არა მოედანზე, არამედ ქალაქში. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ავტოინსტრუქტორთან 5-10 გაკვეთილში ისწავლოს პარკირების, ჩართვა-გამორთვისა და ავტოფარეხში შესვლის ძირითადი ელემენტები, მძღოლობის კანდიდატს მოუწევს დაუმტკიცოს გამომცდელს, რომ მას შეუძლია ატაროს მანქანა ქალაქში, რეალური მოძრაობისას.საქრთველოში ახალბედასათვის ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ პასუხისმგებლობის მქონე მძღოლები, რომლებმაც იოლად მიიღეს მართვის მოწმობა მოედანზე გამოცდის შემდეგ, ჩვეულებრივ აგრძელებენ ინსტრუქტორთან მეცადინეობას, რათა ნამდვილად ისწავლონ მანქანის ტარება ქალაქში. სხვათა შორის, შემდეგ ყველას როდი დაჰყავს! მეტისმეტად მგრძნობიარენი მას შემდეგ, რაც ნახავენ, რა ხდება გზებზე, საერთოდ უარს აცხადებენ საჭესთან ჯდომაზე.
‘ახლა კონკრეტულ ვადებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება შემოღებული – ეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის წინაშე საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა’, – თქვა მინისტრის მოადგილემ.
მართვის მოწმობის ვადა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი მძღოლი ხართ
1 იანვრიდან შსს ახალი სისტემა შემოაქვს, რომლის თანახმადაც ყველა მძღოლს 100 ქულას მიაკუთვნებენ. სისტემა შემდეგნაირად იმოქმედებს: ვთქვათ, მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. პატრულ-პოლიციელი ამისათვის არამარტო ჯარიმას გამოუწერს მას, არამედ გარკვეული რაოდენობის ქულებსაც ჩამოაკლებს. რაც უფრო ხშირი იქნება ბოროტი დარღვევა, მით უფრო სწრაფად დაიკარგება ქულები.როგორც კი მართვის მოწმობა ნულამდე დავა, იგი ძალას კარგავს. შესაბამისად, მძღოლს მოუწევს ხელახლა ‘ჩააბაროს მოწმობის მისაღებად’.
მართლაც საჭიროა თუ არა ეს ცვლილებები?
უეჭველად. და თუ ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემს გადავხედავთ, რომლებიც საქართველოში ავტომოძრაობას ეხება, ნათელი ხდება, რომ წესები მართლაც უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. ქართული ორგანიზაციის ‘ალიანსი უსაფრთხი გზებისათვის’ (Georgia Alliance for Safe Roads) სტატისტიკით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოში ავტოავარიაში დაიღუპა 500 ადამიანზე მეტი. 100 ათასი კაციდან ავარიებში აქ, სულ მცირე, ექვსი იღუპება. ეს ორჯერ მეტია ევროპულ მაჩვენებელზე.
ქართველი მძღოლები არ იცავენ ისეთ ელემენტარულ წესებს, როგორიცაა ე.წ. ‘ზებრაზე’ ფეხით მოსიარულის გატარება. გამოკითხულ მძღოლთა 76%-მა აღიარა, რომ ამას არ აკეთებს. 58 %-მა აღიარა, რომ რეგულარულად არღვევს მოძრაობის წესებს, ხოლო მძღოლთა 60 %-მა თქვა, რომ დასაშვებზე უფრო სწრაფად დადის. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 28% იყო დაჯარიმებული სიჩქარის გადაჭარბებისათვის.
მაგრამ ქართველი ფეხით მოსიარულეებიც არ ჩამორჩებიან მძღოლებს: გამოკითხულ ფეხით მოსიარულეთა 53 % გზას ჭრის დაუშვებელ ადგილზე.