რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდებიან
2-3 აპრილს ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინის, რეჯეპ ერდოღანისა და ჰასან როუჰანის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოქვეყნდება სამი ქვეყნის ლიდერთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ხაზს გაუსვამენ „სირიის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ერთგულებას“.
უშაკოვის თქმით, მოცემულ მომენტში განცხადების ტექსტი ექსპერტების მიერ მუშავდება.
ვალდიმირ პუტინი და ჰასან როუჰანი ანკარის სამიტზე ასევე გეგმავენ ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას, რომლის დროსაც ისინი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ იმსჯელებენ.
ვლადიმირ პუტინი, ერდოღანი და როუჰანი ერთმანეთს ბოლოს 2017 წლის ნოემბერში სოჭში შეხვდნენ:
იმ შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მთავარი, რაზეც ის ერდოღანსა და როუჰანისთან ერთად შეთანხმდა არის – სირიის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით კონგრესის ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი სირიის ახალი კონსტიტუციის შექმნა და ამის საფუძველზე არჩევნების ჩატარება უნდა გახდეს. ჯერჯერობით კონგრესი არ ჩატარებულა.
2016 წლის 19 დეკემბერს თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
მოლაპარაკებების წინ – 2018 წლის 2 მარტს:
თურქეთის სასამართლომ პრეზიდენტ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტის, ფეტულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას კარლოვის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამით ერდოღანმა ერდროულად ორი პრობლემის მოგვარება სცადა: ერთი ის, რომ გიულენის დაპატიმრების ორდერი პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე გაკეთებული სიმბოლური ჟესტი იყო, და მეორეც – თურქეთის პრეზიდენტმა თავის დიდი ხნის მტრის ფეთულაჰ გიულენის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა.