როგორ აღნიშნავს ბაქო მთავარ დღესასწაულს
ნოვრუზი ბუნების ახალი ციკლის დასაწყისს, გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავს (წელს ამ მოვლენას 20 მარტს ზეიმობენ).
ნოვრუზი აზერბაიჯანული ახალი წელია და, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ძველი ნამდვილად არის.
ნოვრუზთან უამრავი რწმენა-წარმოდგენაა დაკავშირებული. ყველა მათგანი განახლების, ძველისაგან თავის დაღწევისა და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ტრადიციების უმრავლესობა ზოროასტრიზმის დროიდან შემორჩა. კოცონის თავზე ხტომა, დღესასწაულის წინ აუცილებელი „გენერალური დალაგება-დასუფთავების“ მოწყობა, კალორიული ტკბილეულის უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც სპეციალურად იმდენს აცხობენ, რომ ნათესავებსაც ეყოთ… ეს არის ნოვრუზი.
ნოვრუზთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ყოველთვის ერთკვირიანი დასვენება ცხადდება ხოლმე. საკუთრივ სადღესასწაულო სუფრა, როგორც წესი, 19 მარტის საღამოს იშლება. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს ფლავი და ხონჩა (სინი, რომელზეც თეფშზე მოყვანილი ხორბალი და ტკბილეული დევს). ამას გარდა, ხონჩაზე შეღებილ კვერცხსა და ოჯახის წევრების რიცხვის შესაბამისი რაოდენობის სანთლებსაც ათავსებენ. სადღესასწაულო ღამეს სანთლებს ანთებენ. თუკი ანთებული სანთლები ერთნაირად, თანაბრად იწვის, ეს იმის ნიშანია, რომ ოჯახის ყველა წევრი კარგად იქნება.
დანიშნული ახალგაზრდების მშობლებს ამ დღესასწაულზე განსაკუთრებული საქმეები აქვთ ხოლმე. სიძის მშობლებმა საპატარძლოსთვის ხონჩა უნდა შეაროვოს. თუმცა, ეს ის ხონჩა არაა, რომელსაც მაგიდაზე დებენ. სინზე (უფრო სწორად კი რამდენიმე სინზე – იმიტომ რომ ერთი არაა საკმარისი) ნებისმიერი სახის საჩუქარი იდება – შოკოლადის ძვირი კანფეტებით დაწყებული, და კოსმეტიკით, ტანსაცმლითა და სუნამოებით დასრულებული. თუმცა, ტრადიციული ტკბილეულით დატვირთული ერთი სინიც აუცილებლად უნდა გამზადდეს. სიძის ნათესავები ყველა ამ საჩუქარს საზეიმოდ გადასცემენ ხოლმე პატარძალს.
კოცონზე ხტომა ყველაზე მთავარია ნოვრუზის წარმართული რიტუალებიდან. ამ დღესასწაულზე ყველა ეზოში კოცონს აჩაღებენ. ითვლება, რომ ყველა ადამიანი სამჯერ მაინც უნდა გადაახტეს ცეცხლს, იმიტომ რომ ეს განწმენდის ზოროასტრული ჩვეულებაა – დაავადებების თავისებური პროფილაქტიკა ერთი წლით.
მნიშვნელობით მეორე ტრადიციაა „ქუდების დაყრა“. ბავშვები მეზობლების კარებთან ქუდებს ყრიან და ზარს რეკავენ . ქუდები ტკბილეულით უნდა გაივსოს. კარგი დიასახლისი ამისთვის წინასწარ ინახავს კანფეტებს, გოგალისა და ფახლავას. სხვათა შორის, თუკი კარს არ გააღებთ, დაჟინებით, დიდხანს დარეკავენ ზარს.
როგორც წესი, ბაქოს ცენტრში, ნოვრუზის მოედანზე, ბაზრობები და კონცერტები ეწყობა ხოლმე. დღესასწაულს ორი ტრადიციული პერსონაჟი – ქეჩალი (მელოტი) და ქიოსა (თხელწვერა) ჰყავს. ეს ორი ცუდად ჩაცმული ახალგაზრდა კაცია, რომლებიც ხუმრობენ, გიჟობენ და ხალხს ართობენ.
ნოვრუზის განსაკუთრებულობა კი იმით გამოიხატება, რომ ეს დღესასწაული, სხვა თარიღებისგან განსხვავებით, ორაზროვნებასა და საზოგადოების დაპირისპირებას არ იწვევს. როგორც წესი, ნოვრუზთან მიმართებაში სოციალური ქსელების მომხმარებლები.
20.03.2016, 11.00
19.03.2016, 17.00
ზოროასტრიზმის ძველი ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ოთხი სტიქია უნდა ვადიდოთ. სწორედ ამ სტიქიებს ეძღვნება ნოვრუზამდელი ბოლო ოთხი სამშაბათი და ყველა ეს დღე დღესასწაულია.
გამოქვეყნებულია 19.03.2016