რაში მდგომარეობს აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და როგორია მათი შედეგები?
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა დიდი უმრავლესობით კენჭი უყარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კანონპროექტს. ახლა ჯერი სენატზეა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ კენჭისყრის შედეგი იქაც ანალოგიური იქნება, რადგან ეს კანონპროექტი სწორედ კონგრესის ზედა პალატის მიერ არის ინიცირებული.
25 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთი კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ის ასევე ითვალისწინებს სანქციების გაუქმების ან შეცვლის ახალ წესებსაც – ახლა აშშ-ის პრეზიდენტს ამის გაკეთება კონგრესის მხარდაჭერის გარეშე აღარ შეეძლება.
ერთი თვით ადრე კანონპროექტი სენატშიც შეთანხმდა, ამიტომ კენჭისყრა იქ ფორმალური იქნება, და მის ძალაში შესასვლელად მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერაა საჭირო.
რაში მდგომარეობს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები?
კანონპროექტი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს, სახელმწიფო მდივანთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან ერთად ყოველთვიურად წარმოადგინოს მოხსენება სახელმწიფოსთან არსებული მეწარმეებისა და კომპანიების, ვლადიმირ პუტინთან მათი სიახლოვის ხარისხისა და რუსულ ეკონომიკაზე მათი გავლენის შესახებ.
ასევე დაწესდება საჯარიმო სანქციები იმ უცხოური, მათ შორის ევროპული კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, კერძოდ, გაზსადენების მშენებლობისას.
გარდა ამისა, ენერგეტიკული სექტორის რუსული კომპანიებისთვის კრედიტირების ვადა 90-დან 60 დღემდე მცირდება.
რაში მდგომარეობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები?
აშშ – რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების ერთადერთ წყაროს არ წარმოადგენს.
ევროკავშირის ხელისუფლებამ 26 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, გაფართოებულ სიებზე შეთანხმდა.
ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახლახან კომპანია Siemens-ის მიერ ანექსირებულ ყირიმში ოთხი ტურბინის ჩატანასთან დაკავშირებით მომხდარ სკანდალს.
კომპანიის მონაცემებით, მათი ტურბინები, „ტექნოპრომექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, კრასნოდარის მხარეში უნდა დაედგათ, მაგრამ არალეგალური გზით ყირიმში აღმოჩნდა, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაა, და Siemens-ს მაღალ ჯარიმას უქადის.
სანქციების ახალ ჩამონათვალში სამი კომპანია და ოთხი ფიზიკური პირის შევა.
სააგენტო Reuters ადრე იუწყებოდა, რომ სიაში მოხვდებიან ენერგეტიკის სამინისტროს ჩინოვნიკები და იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელმაც ტურბინები ანექსირებულ ნახევარკუნძულზე გადააგზავნა.
მიმოხილვა: რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზეზების შესახებ
რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება მოხდა 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც საერთაშორისო შეფასების მიხედვით, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში ომი გააჩაღა.
ამ მოვლენებიდან მალევე აშშ-მა და ევროკავშირმა რამდენიმე რუსი და ყირიმელი ჩინოვნიკის მიმართ სანქციები დააწესეს.
ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქციების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სია უმეტესად ემთხვეოდა, მათში შევიდნენ: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი, ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი და კიდევ რამდენიმე მაღალი თანამდებობის სახელწიფო მოხელე. მათ აშშ-ისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, ასევე გაყინეს დასავლეთის ქვეყნებში არსებული მათი აქტივები.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის მთავრობები თანდათან აფართოებდნენ ამ სანქციებს.
2014 წლის ივლისის შუა რიცხვებისთვის აშშ-ის სანქციების სიას დაემატნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მეწარმეები – იგორ სეჩინი, იური კოვალჩუკი, გენადი ტიმჩენკო და ძმები როტენბერგები.
ამ მომენტისთვის ამერიკულ სიაში სულ 44 ფიზიკური პირია შესული.
ასევე სანქციებს დაექვემდებარა რამდენიმე რუსული კომპანია, რომელთა შორის იყვნენ:
- ბანკი „როსია“, რომელსაც ამერიკის მთავრობამ „რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის მოხელეთა პირადი ბანკი“ უწოდა;
- „Volga group“ – კომპანია, რომელიც გენადი ტიმჩენკოს აქტივებს აერთიანებდა;
- უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები „როსნეფტი“, „ვნეშკომბანკი“და „გაზპრომბანკი“.
იმ მომენტისთვის ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ადამიანების სია უფრო ვრცელი იყო, ვიდრე აშშ-ის. მასში 72 გვარი იყო შესული, თუმცა ამ სიაშიც იგივე საკვანძო ფიგურები იყვნენ, ვინც – აშშ-ის სიაში.
2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის თავზე მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის შედეგადაც 298 ადამიანი დაიღუპა.
კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯიმ კერიმ იმ სეპარატისტებისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა, რომელთა ტერიტორიიდანაც ჩამოვარდა ეს თვითმფრინავი. ეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიზეზად იქცა.
მომდევნო ნახევარი წელიწადი ევროპის პარლამენტი მუდმივად აფართოებდა სანქციების ქვეშ მოხვედრილ კერძო პირთა და კომპანიების სიას.
ევროკავშირმა ამ სიაში უმსხვილესი რუსული ბანკები შეიყვანა: „სბერბანკი“, ВТБ, „როსსელხოზბანკი“, ასევე ევროპულ კომპანიებს რუსული ეკონომიკის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ტელესაკომუნიკაციო და ენერგეტიკის სფეროებში ინვესტირებაზე აკრძალვა დაუწესა.
2015 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან ევროკავშირის სანქციების სიები არ შეცვლილა. მასში 146 ფიზიკური და 37 იურიდიული პიირი შედის.
ამ ავდროულად აშშ-ის სანქციები მუდმივად ახლდება და სულ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანსა და კომპანიას მოიცავს.
უკვე 2014 წლის სექტემბერში გაზეთი РБК იმაზე წერდა, რომ ამერიკული სანქციები რუსეთის ნავთობის სექტორის 90 %-სა და რუსეთის გაზმოპოვებას თითქმის მთლიანად მოიცავს“.
„გაზპრომი“, „ლუკოილი“, „ტრანსნეფტი“, „გაზპრომ ნეფტი“, „სურგუნნეფტეგაზი“, „ნოვატეკი“ – ვერც ერთმა მსხვილმა ნავთობ და გაზმომპოვებელმა კორპორაციამ ვერ აირიდა სანქციები.
რუსეთის თავდაცვით-სამეწარმეო კომპლექსის მსხვილი კომპანიები ასევე შევიდნენ ამ სიაში. ამავდროულად აშშ-მა რუსეთში თავდაცვითი დანიშნულების საქონლისა და მომსახურების ექსპორტი შეწყვიტა.
ამას მოჰყვა იმ კანონპროეტის მიღება, რომელიც წინა სანქციებს აფართოებს და პრეზიდენტის მიერ მათ გაუქმებას აძნელებს.
რ უსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვლადიმირ მილოვის აზრით, რომელსაც РБК აქვეყნებს, ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზედმიწევნით სერიოზული შედეგები ექნება.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსულ კომპანიებს გაუძნელდებათ იმ დასვლურ საკრდიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც ასე ძალიან სჭირდებათ.
სწორედ დასავლური კრედიტები დაეხმარა რუსეთის ეკონომიკის აღდგენას
2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ, როდესაც რუსული კომპანიების მთლიანმა ვალმა $360 მილიარდიდან $660 მილიარდს მიაღწია.
ამჯერად ის $470 მილიარდს შეადგენს, და ვლადიმირ მილოვის აზრით, არაფერია, რითიც მისი შეცვლა შეიძლება.