პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა
პოლიციის სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაშალა. სპეცრაზმმა ცრემსადენი გაზის და წყლის ჭავლსი გამოყენებით პრლამენტის წინ ტერიტორია დემონსტრანტებისგან გაწმინდა.
დაპირისპირება პარლამენტის წინ რამდენიმე საათი გაგრძელდა. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზუ გამოიყენა პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები გარშემო მდებარე ქუჩებზე იფანტებოდნენ, თუმცა პერიოდულად ბრუნდებოდნენ პარლამენტის წინ მოედანზე.
სიტუაცია პარლამენტი შენობასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.
• თბილისში სიტუაცია იძაბება – აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ
მრავალათასიანი აქცია თბილისის ცენტრში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან წაიყვანა.