არქივი- 27.06.2019 ნიკა მელიას გირაო შეეფარდა. მას არ დააპატიმრებენ გაზიარება გაზიარება თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, დეპუტატ ნიკა მელიას. მელიას პროკურატურა ბრალად სდებს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. თუ დეპუტატს ბრალი დაუმტკიცდა, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ოცი დღის ვადაში გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. უკვე ორი დღეა ამ დეპუტატის გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით. მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეეძლო პროკურატურას სასამართლოსთვის მიემართა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით. მელიას საკითხზე კენჭისყრა გუშინ, 26 ივნისს შედგა. კენჭისყრას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია. საპარლამენტო უმრავლესობამ 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მელიას დაკავების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს სწორედ დღეს მიმართა, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიამ პატიმრობის ნაცვლად მელიას გირაო შეუფარდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აღშფოთებისა და წნეხის შემდეგ მიიღო. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "წუხილს გამოთქვამს" ყულევის ქარხნის სანქციების პაკეტში შეტანის გამო
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევის ქარხანა და რამდენიმე კრიპტოპლატფორმა საქართველოდან
ბერლინში ალიევმა დაადასტურა ბაქოში რუსეთ-გერმანიის საიდუმლო შეხვედრის გამართვა და ევროპას აზერბაიჯანში მეტი ინვესტირებისკენ მოუწოდა
სახლთან დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ აქციების მონაწილე ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ბოლო დღეებში დეზინფორმაციის სამიზნე იყო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "წუხილს გამოთქვამს" ყულევის ქარხნის სანქციების პაკეტში შეტანის გამო
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევის ქარხანა და რამდენიმე კრიპტოპლატფორმა საქართველოდან
ბერლინში ალიევმა დაადასტურა ბაქოში რუსეთ-გერმანიის საიდუმლო შეხვედრის გამართვა და ევროპას აზერბაიჯანში მეტი ინვესტირებისკენ მოუწოდა
სომხეთი თურქეთსა და აზერბაიჯანთან საზღვრებზე რკინიგზას დამოუკიდებლად აღადგენს, თუმცა, რკინიგზა რუსეთის მართვაშია
რუსულ მედიაში "ცილისწამების კამპანია“ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში: რა იცვლება?