ფოტორეპორტაჟი: პარიზში საზეიმოდ აღნიშნეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი
გაზიარება
გაზიარება
მოქალაქეები პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე სანთლებს ანთებენ, La Targette-ის სასაფლაოზე Neuville-Saint-Vaast საფრანგეთში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი, 11 ნოემბერი 2018 წელი. Reuters/Pascal Rossignol
11 ნოემბერს პარიზში პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით ელისეს მინდვრებზე მრავალი ქვეყნის ლიდერმა მოიყარა თავი. მთავარი ღონისძიება ტრიუმფალურ თაღთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გაიმართა. საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაც ჩავიდნენ
პირველი მსოფლიო ომი 1914-დან 1918 წლამდე გრძელდებოდა. მას 9.7 მილიონისამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 10 მილიონი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს — 1918 წლის 11 ნოემბერს — მხარეებს შორის ზავი დაიდო.
აშშ, კანზასში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მემორიალს 5 ათასი ყაყაჩო ამშვენებს. REUTERS/Dave Kaup
პარიზში ჩასულ სტუმართა შორის არიან — აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი, – იუწყება BBC.
მარჯვნიდან მარცხნივ:რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლი ბრიჯიტ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ცოლი მელანია ტრამპი – პარიზში პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისა და ომის დასრულების 100 წლისთავის ცერემონიაზე. 11 ნოემბერი, 2018. REUTERS/Benoit Tessier
თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი ცოლთან, ემინე ერდოღანთან ერთად პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე. 10 ნოემბერი, 2018. REUTERS/Ian Langsdon
საზეიმო ცერემონიებზე დასასწრებად პარიზში ასევე ჩავიდნენ – საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი, მეუღლესთან – ანა აკობიანთან ერთად პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიაზე. 11 ნოემბერი, 2018. REUTERS /Reinhard Krause
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცოლთან მაკა ჩიჩუასთან ერთად პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღასანიშნავ საზეიმო ცერემონიაზე. 10 ნოემბერი 2018. REUTERS/Benoit Tessier
ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები ამ დღეს ასევე ტარდება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში, რომელთა ჯარისკაცებიც პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ.
ხის ჯვრები ბალახზე ისე აწყვია, რომ რიცხვი 100 შეიქმნას.კომპოზიცია გაკეთებულია წმინდა მარის ეკლესიასთან ლონდონში 2018 წლის 11 ნოემბერს აღნიშნული თარიღის სამახსოვროდ — ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავად. REUTERS/Toby Melville
ბრიტანეთში, ქალაქ დარამში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ჯარისკაცი „ტომის“ ძეგლი ტიტებით არის მორთული. ნოემბერი 2018. REUTERS/Lee Smith