მრავალფეროვანი ერევნული დილა
დილის 7 საათიდან “ფერადი გარბენის” მონაწილეებმა ერევნის სპორტულ-საკონცერყო კომპლექსთან დაიწყეს შეკრება. უკვე მეორე წელია, პროექტი “Run Armenia”, მერიის მხარდაჭერით, ამ გარბენის ორგანიზატორია.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ პირებს შეეძლოთ, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 14 წელი, ბევრ მშობელს შვილებიც ახლდა – უნდოდათ, რომ საერთო ფერადი განწყობა მათი შვილებსაც გაეზიარებინათ.
მთელი გარბენის განმავლობაში მონაწილეებს უსაფრთხო საღებავებით ღებავდნენ, რის გამოც, ფინიშის ხაზზე მათ მეგობრები ვეღარ ცნობდნენ.
წელს ამ ღონიძიებამ არამხოლოდ კარგი განწყობა, არამედ მატერიალური სარგებელიც მოუტანა იმ ადამიანებს, რომლებიც 1988 წელს გიუმრიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მათი პრობლემების გადაჭრას მოხმარდება.
გამოქვეყნდა: 09.07.2016