მოსკოვში, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა
გაზიარება
გაზიარება
10 აგვისტოს 60 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა „სამართლიანი არჩევნების“ ჩატარების მოთხოვნით გამართულ აქციაზე. პროტესტის მიზეზი გახდა მოსკოვის ქალაქის დუმის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების არ დაშვება.
აქციის ძირითადი ტალღა მოსკოვში, სახაროვის პროსპექტზე იყო, მაგრამ დედაქალაქს აჰყვა სანკტ-პეტერბურგი, ნოვოსიბირსკი, იჟევსკი, როსტოვი, ბრიანსკი და სხვა ქალაქებიც.
OVD-info
მოსკოვში აქციაზე გამოვიდნენ ცნობილი მომღერლები, ლიტერატორები და ტელეწამყვანები. მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი იყო:
• წინა აქციებზე დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება,
• უკანონო დაკავებებში მონაწილე დამნაშავეების დასჯა,
• პოლიციის თვითნებობის შეზღუდვა,
• დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევნებზე დაშვება
• და მოსკოვის მერის გადადგომა.
მოსკოვში, აქციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი შეეცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლას, რომელიც კრემლის ახლოს მდებარეობს. პოლიციამ მასობრივი დაკავებები დაიწყო.
Novaya Gazeta
დღის შედეგები.
მოსკოვში 146 ადამიანი დააკავეს, სანკტ-პეტერბურგში – 86, როსტოვში – 11, ბრიანსკში – 2.
მოსკოვში ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც დიაბეტით არის დაავადებული, არ მისცეს ინსულინის მიღების საშუალება. დაკითხვა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ის რეანიმაციაში მოათავსეს.