მომღერალი ზარა მგოიანი ბაქოს მუსიკალურ ფესტივალზე მარია ზახაროვას დაწერილი სიმღერით წარსდგა
ბაქოში ჩატარდა რიგით მესამე მუსიკალური ფესტივალი „სიცხე“, რომელიც აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი მომღერლის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი სიძის, ემინ აგალაროვის მიერ არის ორგანიზებული.
ფესტივალის პირველ დღეს ორგანიზატორებმა 75 შემსრულებლის გამოყვანა მოახერხეს. მათი თქმით, ეს მსოფლიო რეკორდია.
მესამე „სიცხე“-ში , რომელიც 26-29 ივლისს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა, რუსმა, ყაზახმა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, თანაც რუსული პოპ-მუსიკა თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მონაწილეების სიაში არიან: ფილიპ კირკოროვი, სოსო პავლიაშვილი, ნიუშა, ანა ლორაკი, გრიგორი ლეპსი, ტიმატი და სხვები. მიწვეული იყო სულ 81 შემსრულებელი.
წელს ღონისძიება 6 მილიონი დოლარი დაჯდა – უფრო ძვირი, ვიდრე წინა წლებში.
ფესტივალი კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო Sea Breeze Hotel -ში ჩატარდა. ბილეთის ფასი 50-დან 300 დოლარამდე მერყეობდა.
ფესტივალზე მაყურებლებს შორის იყვნენ რუსი ჩინოვნიკები – პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი საქმის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა. მისი თქმით, მისთვის ეს არის შესაძლებლობაა, რომ „სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსოს – აქაური საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ტრადიციული შეხვედრა და კრეატიული დასვენება“.
ზახაროვამ სხვათა შორის ახსენა, რომ ფესტივალაზე გაიჟღერებს სიმღერა, რომელიც მაქსიმ ფადეევთან თანაავტორობით მისი დაწერილიცაა და ამ სიმღერას შეასრულებს მომღერალი ზარა (რომლის ბაქოში ჩასვლაც მტრულად აღიქვეს მისი სომხური გვარის გამო).
მანამ, სანამ ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ხატოვნად აღწერდნენ, თუ რა მშვენივრად მიმდინარეობს ფესტივალი, სოციალურ ქსელებში მხოლოდ ნეგატიურ გამოხმაურებებს თუ წააწყდებოდით:
„გემოვნების დეგრადაცია. საქართველოში პლანტი ორსაათნახევრიანი კონცერტით ცოცხლად მღერის, ჩვენთან კი უსპენსკაია ფონოგრამით, და თან – უფრო ძვირად“.
„ყველა უხმოს და უნიჭოს ბაქოში მოუყარეს თავი, რომლებსაც სხვა ფესტივალები არ იღებენ“
„სიცხე“-ზე მხოლოდ მათი წასვლა შეიძლება, ვისაც რკინის ნერვები და დოლივით ყურები აქვს – თორემ ისე, ამ კაკაფონიის გაძლება შეუძლებელია“
აი, მარია ზახაროვას კი მოეწონა:
„მშვენიერი ფესტივალია, ძალიან მასშტაბური, რომელშიც თითქმის მთელი რუსული ესტრადა მონაწილეობს. ყოჩაღ ორგანიზატორები“.