კარვები და მშვილდოსნობა - მომთაბარე კულტურის ფესტივალი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში მომთაბარე კულტურის პირველი ფესტივალი Yaylaq (აილაგი) ჩატარდა. 26-დან 28 ივლისამდე ქვეყნის დასავლეთით მდებარე კედაბეკის რაიონში მომთაბარე ცხოვრების ატმოსფერო აღადგინეს – დოღით, სასროლებით და ეროვნული საჭმლით.
• აზერბაიჯანული თავსაბური ქლაღაი – რა არის ეს და როგორ აკეთებენ
• ხელოვნება თუ სოციალური პროტესტი – რა ამოძრავებს ქართული სთრით-არტს
აილაგი (ან ეილაგი) – ზაფხულის მთის საძოვარია, სადაც მომთაბარე თურქული ტომები წლის თბილ დროს სახლდებოდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (ТIКА) „აზერბაიჯანში მომთაბარე კულტურის, ასევე თემური ტრადიციების განვითარებისა და პროპაგანდის მიზნით“, – როგორც სააგენტო აზერტაჯი წერდა.
მონაწილეები ჩავიდნენ როგორც საკუთრივ აზერბაიჯანიდან, ისე ათობით მეზობელი ქვეყნიდან, საქართველოსა და რუსეთის ჩათვლით.
ფესტივალისთვის საგანგებოდ აშენდა ეთნო-დასახლება. სტუმრები კარვებში ცხოვრობდნენ და მოჭიდავეების, მხედრების და მშვილდოსნების შეჯიბრებების ყურება, ფოლკლორული მუსიკის მოსმენა ან სხვა თემატურ ზონებში გართობა შეეძლოთ.
ფესტივალი თითქმის ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცხენოსნობაში შეჯიბრის დროს ორი მხედარი ერთმანეთს შეეჯახა – ორივემ მსუბუქი ტრავმები მიიღო.








ფოტო: Milli Yaylaq Festivalı