მოზარდი გოგონას თვითმკვლელობა აზერბაიჯანში: სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დაიწყო
ბაქოს სკოლის დირექტორის, სევინჯ აბასოვას საქმეზე, რომელსაც ერთ-ერთი მოსწავლე გოგონას სიკვდილში პასუხისმგებლობას აკისრებენ, წინასწარი მოსმენა ჩატარდა.
• საქართველოს სკოლებში არსებული ბულინგის შესახებ
14 წლის ელინა გაჯიევა სკოლის შენობის ფანჯრიდან 2019 წლის 4 აპრილს გადახტა, რადგან სხვა მოსწავლეები მას მუდმივად დასცინოდნენ, დირექტორი და მასწავლებლები კი ამაზე არ რეაგირებდნენ. ამ საქმეს ქვეყანაში უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა.
ელინა გაჯიევას თვითმკვლელობის წვრილმანები
როდესაც ელინა ფანჯრიდან გადახტა, დირექტორმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, და ამის ნაცვლად, დაშავებული გოგონა ორი საათის განმავლობაში საკუთარ კაბინეტში დატოვა. იქ ის არასრულწლოვნებთან მომუშავე საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ელინას აიძულებდა, რომ მის საქციელთან დაკავშირებით კითხვებზე ეპასუხა. ეს ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული.
შემდეგ ელინა, როგორც იქნა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიღებული ტრავმებისგან ორ დღეში გარდაიცვალა.
ექიმები მასთან მშობლებს არ უშვებდნენ, და ეუბნებოდნენ, რომ გოგონას ყველაფერი რიგზე ჰქონდა.
სამაგიეროდ, რეანიმაციაში სკოლის ადმინისტრაციისა და დგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუშვეს. ისინი ელინას „დაკითხვას“ ისევ აგრძელებდნენ, და მისი საქციელის მოტივებს არკვევდნენ.
მთელი ეს წვრილმანები სოციალურ ქსელში ჟონავდა, ადამიანები აღშფოთებულები იყვნენ, და სამართლიანობას მოითხოვდნენ.
შედეგები
დირექტორი სევინჯ აბასოვა, მისი მოადგილე და სკოლის ფსიქოლოგი სამსახურიდან გაუშვეს. თავიდან სისიხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღიძრა, მაგრამ შემდეგ ის შეწყდა. დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის მიხედვით წაუყენეს – „გულგრილობა“ და „საფრთხეში მიტოვება“.
სევინჯ აბასოვა შიდა პატიმრობაში დატოვეს.
ელინას მშობლები და საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევდნენ, რომ საჭიროა უფრო სერიოზული ზომების მიღება. გარდა ამისა, ისინი უშედეგოდ მოითხოვდნენ ექიმების, სკოლის ფსიქოლოგის და კლასის დამრიგებლის დასჯას.
საბოლოოდ ბრალდებულის სკამზე მხოლოდ დირექტორი აღმოჩნდა.
პირველი მოსმენა
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ღია იყო, ჟურნალისტების უმრავლესობა პროცესზე არ დაუშვეს.
მოსმენის შემდეგ ელინას მშობლების ადვოკატები მოჰყვნენ, რომ მათ გამოძიების განახლებისა და სკოლის დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ პატიმრობის თაობაზე დააყენეს შუამდგომლობა.
თავის მხრივ, დირექტორი ბრალდებას უარყოფდა, და საქმის შეწყვეტის თაობაზე აყენებდა შუამდგომლობას.
სასამართლომ ყველა ეს შუამდგომლობა უარყო, და მიიღო მხოლოდ ელინას მშობლების სარჩელი, რომლებიც 100 ათასი მანათის [დაახლოებით $59 ათასი] ოდენობის კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნას ისინი პირადად სევინჯ აბასოვასა და განათლების სამინისტროს უყენებენ.
მომდევნო მოსმენა 18 სექტემბერს შედგება.