„მესაუბრე“ - აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ ბულინგის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ სკოლებში ბულინგის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა, და ჰეშთეგით #MənimləDanış (#მესაუბრე) კამპანია წამოიწყო. რგოლის მთავარი გზავნილია: მასწავლებლები და მშობლები ბავშვებს მეტ ყურადღებას უნდა უთმობდნენ.
სოციალურ ქსელებში რგოლი არაერთმნიშვნელოვნად აღიქვეს – ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია და მადლობას იხდის, მეორე კი სამინისტროს იმაში ადანაშაულებს, რომ ის საკუთარ მოვალეობებს მშობლებს აკისრებს.
რატომ ალაპარაკდნენ ამის შესახებ
2019 წლის აპრილში ბაქოში თოთხმეტი წლის ელინა გაჯიევა სკოლის ფანჯრიდან გადახტა, რადგან სხვა მოსწავლეები მას მუდმივად დასცინოდნენ, სკოლის ადმინისტრაცია კი ამაზე თვალს ხუჭავდა.
ელინა რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახლა სკოლის დირექტორსგულგრილობისა და საფრთხეში მიტოვების ბრალდებით (მან გოგონასთვის სასწრაფო დახმარება მაშინვე არ გამოიძახა) ასამართლებენპროკურატურა ორნახევარი წლით მის პატიმრობას მოითხოვს.
ამ შემთხვევას საზოგადოებაში უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან სკოლის თანამშრომლების ქმედებები აშკარად ცინიკური იყო, ხოლო სამართლიანი სასჯელის იმედი ნაკლებად არსებობს.
ოფიციალური ინფორმაცია
განათლების სამინისტროამბობს, რომ კამპანიის მიზანს –„ამ პრობლემისადმი მშობლების, სკოლების ხელმძღვანელობისა და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა“ წარმოადგენს.
სამინისტრო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ამ წლის მაისში „ზოგადი განათლების დაწესებულებებში სწავლებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად დამატებითი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა“ დამტკიცდა. გარდა ამისა, ეს გეგმა სკოლასა და ოჯახს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და მოსწავლეების ნებისმიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვას ითვალისწინებს.
შეიქმნა ცხელი ხაზი: 146-2 ნომერზე დარეკვით შესაძლებელია სამინისტროში ბულინგისა და სხვა მსგავსი პრობლემების თაობაზე ჩივილი.
ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანში ევროპული სატელეკომუნიკაციო ქსელის საბავშვო ცხელი ხაზი (116-111)ამოქმედდა.
წინააღმდეგობრივი რეაქცია
სოციალური ქსელებში ადამიანები კამათობენ, თუ ვინ მეტად აგებს პასუხს ბავშვების უსაფრთხოებასა და ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე: მშობლები, თუ სკოლა და სამინისტრო, და შესაძლებელია თუ არა ბულინგის პრობლემის რგოლებითა და ჰეშთეგებით მოგვარება.
ზოგიერთი კომენტარი:
„მშვენიერი კამპანიაა! გმადლობ!“
„სამინისტროს სურს, შემდეგი რამ გვითხრას: „თქვენს შთამომავლობას თავადვე მიხედეთ“. მათ კი უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ – მაგალითად, შეცდომებით სავსე სახელმძღვანელოების შედგენა“;
„ყველაფერს სამინისტროს ნუ დავაბრალებთ. მშობლებმა უნდა აღიარონ: დიახ, სკოლა ბავშვზე პასუხს აგებს, სანამ ის სკოლაშია, მაგრამ ოჯახი – ჩვენი შვილების მთავარი საცხოვრებელი გარემოა“;
„ბავშვებს ყურადღება მხოლოდ მშობლებმა კი არ უნდა მიაქციონ, ეს ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს. საზოგადოება მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჯანსაღდეს“.