მაღალი ხარისხის კინოს კვირეული
ფესტივალის დევიზია “ცივილიზაციებისა და კულტურების გზაჯვარედინი”. შესაბამისად, საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია ისეთი ფილმები, რომლებშიც სხვადასხვა ერების, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ცხოვრებაა ასახული.
ფესტივალი 2004 წლიდან ტარდება და წელს სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ეძღვნება. საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამებში 130-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მონაწილეობს.
გამოქვეყნდა: 11.07.2016