ლონდონის ბიგ ბენი ოთხი წლით დადუმდა
ამ კვირის დასაწყისში ლონდონში ბიგ ბენის ცნობილი კოშკის საათმა ბოლოჯერ დარეკა, ვიდრე მას 2021 წლამდე სარემონტო სამუშაოებისთვის გააჩერებდნენ, – იუწყება BBC.
მანამდე ბიგ ბენი 157 წლის განმავლობაში საათში ერთხელ რეკდა.
საათი მოკლევადიანი რემონტისთვის მხოლოდ სამჯერ გააჩრეს – 1983, 1985 და 2007 წლებში.
ზედამხედველის სტივ ჯაგსის თქმით, საათის გაჩერება – კოშკის რემონტის მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი დასრულების შემდეგ კოშკში გაჩნდება ისეთი პირობები, როგორიცაა ლიფტი, სამზარეულო და ტუალეტი. გარდა ამისა, შენობა უფრო ენერგოეფეტური გახდება.
ცნობილი საათი ნაწილებად დაიშლება და სარემონტოდ გაიგზავნება. ასევე შეკეთდება კოშკის წვერზე არსებული ცნობილი ფანარი, რომელიც პარლამენტის სხდომის გახსნის დროს ინთება ხოლმე.
რადიოსადგურმა ВВС-4 -მა, რომელიც ტრადიციულად დიდი ბენის კურანტების ხმას პირდაპირი ეთერით გადმოსცემს, რემონტის განმავლობაში ეთერში ამ ხმის ჩანაწერის ტრანსლირება გადაწყვიტა.
განსაკუთრებულ თარიღებში – ახალ წელს ან მოხსენიების კვირას – ბიგ ბენი მაინც იმუშავებს.