კორონავირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის აზერბაიჯანის 51 წლის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ირანიდან დაბრუნდა. კორონავირუსის გარდა, მას წითელი მგლურა და თირკმელის უკმარისობა აწუხებდა, – იუწყება Report.
გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახის წევრები და მისი ახლო გარემოცვის ადამიანები კარანტინში არიან გადაყვანილები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, ორი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
ასევე, ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, აზერბაიჯანის კაფეებსა და რესტორნებში ყალიონები დროებით აკრძალეს.