კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში უკვე 23-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ stopcov.ge აქვეყნებს.
არიან თუ არა ახლად დაინფიცირებულ პაციენტთა შორის ის ადამიანები, რომლებიც დღეს რომიდან ორი სპეცრეისით ჩამოიყვანეს, ამ ეტაპზე უცნობია.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 126 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება. კორონავირუსით ინფიცირებული 23 მოქალაქიდან ორის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
• საქართველო და კორონავირუსი – როგორ ხვდება COVID-19-ს ქართული ჯანდაცვა
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან