ცნობილმა რუსმა მწერალმა და მოსკოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზახარ პრილეპინმა ინტერვიუ მისცა, სადაც სიამაყით განაცხადა, რომ ბატალიონმა, რომელშიც ის დონბასში მსახურობდა, ყველაზე მეტი უკრაინელი მოკლა.
https://www.youtube.com/watch?v=75m64O9F0a0
ვინ კითხულობს ზახარ პრილეპინის წიგნებს? ყველაფერი, რასაც ის თავის ინტერვიუში ლაპარაკობს – მე გულისრევის შეგრძნებას მიჩენს. ამიტომ, როგორც ჩანს, მას ვერასოდეს მივიღებ. მაგრამ, ვინც კითხულობთ – გვითხარით, რატომ გიყვართ ის.
იმ კონკრეტულ ინტერვიუში ტყუილს ამბობს, თუ სიმართლეს – მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, რომელიც მოკლული ადამიანების რაოდენობით ამაყობს და ამბობს, რომ ამის გამო არაფერი მოუვიდა, არ შეიძლება ნორმალურ საზოგადოებაში რაიმე სახის მორალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდეს.
ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი ადამიანი უნდა გაერიყათ და დაეგმოთ.
ჰოლივუდში, ადამიანების შევიწროების გამო, ვარსკვლავების კინოკარიერა სრულდება. აქ კი მკვლელი – ვარსკვლავია. თუ მის დიდებას უჭერთ მხარს, მის წიგნებს ყიდულობთ, ე.ი. თქვენ მკვლელობებს უჭერთ მხარს.