აზერბაიჯანში არაბი ტურისტების რაოდენობამ მოიმატა
აზერბაიჯანში ტურისტების უმრავლესობა არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოდის. ამის შესახებ საკუთარ ანგარიშში სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს. ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში ყოველი მეხუთე ტურისტი – სპარსეთის ყურის ქვეყნის მოქალაქეა: კუვეიტის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, კატარის, ომანის, ერაყისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების. ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ 2016 წელს აზერბაიჯანმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა.
მთლიანობაში აზერბაიჯანში უცხოელების ნაკადი 2018 წლის პირველ ნახევრში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვრიდან ივნისამდე აზერბაიჯანში 1,325 მილიონი უცხოელი ჩამოვიდა მსოფლიოს 189 ქვეყნიდან.
რაც შეეხება თავად აზერბაიჯანის მაცხოვრებლებს, ისინი თავადაც უფრო ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. მართალია, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6,3%-ით გაიზარდა და 2019,8 ადამიანი შეადგინა; თანაც მათი მესამედი მეზობელ საქართველოში იმყოფებოდა.